ფეხბურთი

16:25 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემს ნაკრებში თამაშის იმედი არ დაუკარგავს

 

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ინგლისელმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ თუკი ეროვნულ ნაკრებში უხმობენ, გამოძახებას უყოყმანოდ დათანხმდება. 37 წლის ნახევარმცველი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან ჯერ კიდევ აქვს სამშობლოს ღირსების დაცვის იმედი.

“ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სანაკრებო კარიერის ოფიციალური დასრულებისგან თავს ვიკავებდი, ისაა, რომ თუკი ეროვნულ გუნდში კვლავ მიმიწვევენ, სიამოვნებით დავთანხმდები. ასეთ შანსზე უარს ვერასდროს ვიტყვი. თითქმის 38 წლის ვარ და ვიცი, რომ ნაკრებში თამაშის დიდი შანსი არ მაქვს, თუმცა, ვინ იცის...”, - განუცხადა ვეტერანმა ინგლისელმა ბრიტანელ ჟურნალისტებს.

ცნობისათვის, ბექჰემს ინგლისის ნაკრებში 2009 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165242