ჭიდაობა

16:38 | 18.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელები ჯაბიძის იმედადღა დარჩნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს, საუკეთესო შემთხვევაში, 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულებს. 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სოსო ჯაბიძეს კვარცხლბეკს გადამწყვეტი გამარჯვება აშორებს. რეპეშაჟის ნახევარფინალში მან მასპინძელ საბუჰი ჰუმბატოვს სძლია და საღამოს პროგრამაში პოლონელ ანდრეი დებერნის დაეჭიდება. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას ჯაბიძე მეოთხედფინალში, უმთავრეს ფავორიტთან, რუს ასლანბეკ ხუშტოვთან წაგებით გამოეთიშა.
დღესვე, აზერბაიჯანულ ხალიჩაზე არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილიც (120 კგ) გავიდნენ. კახაბრიშვილი მერვედფინალში, გერმანელ იან ფიშერთან დამარცხდა და სულ მალე, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, რადგან ამ გერმანელმა ფინალამდე მისვლა ვერ შეძლო. ჯავახიშვილის მეოთხედფინალში მძლეველმა თურქმა რიზა კაიაალპმა კი შემდეგი მეტოქეც ჩამოიცილა და ქართველ მძიმეწონოსანს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაეხსნა, მაგრამ რეპეშაჟის პირველსავე წრეში ჩარჩა.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089311