ჭიდაობა

19:47 | 2.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელები სტაიკების ბაზაზე მოემზადებიან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, დღეს, გამთენიას სტაიკების ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ბელარუსში გაემგზავრა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბეგი დარჩიამ თან 12 შეგირდი იახლა. სწორედ ამ გაფართოებული შემადგენლობიდან უნდა შეირჩეს ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი ქართული შვიდეული.
სტაიკების შეკრება ქართველმა მწვრთნელებმა გეგმაში ჯერ კიდევ ამ სეზონის დაწყებამდე შეიტანეს, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ სათუო გახდა, მას შემდეგ, რაც ბელარუსებმა ამ პერიოდში თავად მოისურვეს უცხოური შეკრების ორგანიზება და თურქეთში სავარჯიშოდ წასვლა დაგეგმეს. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამაც ახალ, თურქულ ვარიანტზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ პრობლემა სწრაფადვე მოგვარდა და ცვლილებები საჭირო აღარ გახდა.
ბეგი დარჩია წონის ლიდერებს მინსკიდან დაბრუნების შემდეგ, დასკვნით შეკრებაზე დაასახელებს, რომელსაც გუნდი დუშეთის სპორტკომპლექსში გაივლის. ბერძენ-რომაელთა ევროპირველობას, 2-3 აპრილს, გერმანიის ქალაქი დორტმუნდი უმასპინძლებს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163042