სპორტკომპლექსი “არენა” ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლების 4 კომპლექტი თამაშდება. 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში წინასწარი ეტაპის შეხვედრები დასრულდა და სამეულების შესავსებად გადამწყვეტი ორთაბრძოლებიღა დარჩა ჩასატარებელი.
ფინალური წყვილები ასეთია:
55 კგ – ლაშა გოგიტაძე-გოდერძი დავითაძე
66 კგ- რევაზ ლაშხი-უჩა შავაძე
84 კგ – რევაზ ნადარეიშვილი-გიორგი ცირეკიძე
120 კგ – რევაზ ჭელიძე-გურამ თერსელიძე
ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







