ჭიდაობა

10:49 | 27.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა ლიდერების გარეშეც იყოჩაღეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკში ჩატარებულ ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრი გუნდური პრინციპით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 10-მა ნაკრებმა მიიღო. ბეგი დარჩიას შვიდეული ქვეჯგუფში რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ბელარუსის მეორე გუნდთან ერთად მოხვდა და ოთხივე მოწინააღმდეგეს მოუგო. რუსეთს 4:3, აშშ-ს – 6:1, უკრაინას – 5:2, ხოლო ბელარუსი 2-ს – 7:0.
ფინალში ქართველები მასპინძელთა პირველ ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, 3:4 დამარცხდნენ. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მინსკში რამდენიმე ლიდერის გარეშე ჩავიდა.  55 კილოგრამში ლაშა გოგიტაძემ იჭიდავა, 60-ში – რევაზ ლაშხმა, 66-ში – ანტონ მამაგეიშვილმა, 74-ში – გენადი გოგიშვილმა, 84-ში – ვლადიმერ გეგეშიძემ, 96-ში – მიხეილ ქაჯაიამ, მძიმე წონაში კი გურამ ფერსელიძემ.

ოთარ მაღლაკელიძე

0.096426