გელზენკირხენის “შალკეს” ვეტერანი ნახევარმცველი ჯერმეინ ჯონსი სეზონის ბოლომდე “ბეშიქთაშში” ითამაშებს. “ხუმარების” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბები 6-თვიან იჯარაზე უკვე შეთანხმდნენ.
“გვიხარია, რომ ჯონსმა ახალი კლუბი გამონახა. “ბეშიქთაშში” ჯერმეინი თავისი ჩანაფიქრების განხორციელებას შეძლებს. ჯონსი ახალ გუნდში თავს დაიმკვიდრებს და შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი მოხვდეს”, - ნათქვამია “შალკეს” ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისათვის, “შალკემ” ჯონსი 2007 წელს, “აინტრახტისგან” შეიძინა. შუახაზელს გელზენკირხენელთა მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული.







