კალათბურთი

16:18 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბილაფსმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა ჩონსი ბილაფსმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 17 სეზონი გაატარა.

ივლისში “დეტროიტ პისტონზმა” კუთვნილი უფლება არ გამოიყენა და 37 წლის გამთამაშებელს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა, ვეტერანს “კლივლენ კავალიერსთან” შეთანხმებაც არ გამოუვიდა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

ცნობისთვის, სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, გასული 3 სეზონის განმავლობაში, ჩონსის 185 მატჩი გაუცდა.

“დრო მოვიდა. ბედნიერი და აღელვებული ვარ. ჩემთვის კალათბურთში ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართა”, - განაცხადა ბილაფსმა.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ჩონსიმ დეტროიტელებთან ერთად ნბა-ს ჩემპიონობა მოიპოვა და ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.

0.094359