ფეხბურთი

12:38 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბილიჩი “ბეშიქთაშს” ჩაიბარებს

 

სტამბულის “ბეშიქთაში” ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილ თავკაც სლავენ ბილიჩს კონტრაქტზე შეუთანხმდა. Turkish Football-ის ინფორმაციით, ხორვატი სპეციალისტი თურქებს მომავალი სეზონიდან უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, ბილიჩმა “ბეშიქთაშთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი წლიური ანაზღაურება 800 ათასი ევრო იქნება. გარიგება კვირას ღამით, ზაგრებში შედგა.

სავარაუდოდ, ბილიჩი ახალ გუნდთან მუშაობას 27 ივნისიდან შეუდგება.

თეგებიბილიჩი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093118