მოსკოვში დასრულებულ დვორკოვიჩის თასზე საქართველოს იუნიორთა ნაკრებმა არასახარბიელო შედეგი აჩვენა და 8 მონაწილეს შორის ბოლო ადგილი დაიკავა.
ქართულმა ოთხეულმა გიორგი სიბაშვილის (2186), ნიკოლოზ ქუმსიაშვილის (2142), ნიკა ღვამბერიას (2047) და მარიამ ჭოლაძის (1932) შემადგენლობით ყაიმების გაფორმება მხოლოდ პოლონეთის და ბელარუსის გუნდებთან მოახერხა, რუსეთთან, უკრაინასთან, ჩინეთთან, დვორკოვიჩის ნაკრებთან და აზერბაიჯანთან კი მარცხი განიცადა.
საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა 2 ქულით მე-8 პოზიცია დაიკავეს, პირველობა კი რუსეთს ერგო, რომელმაც უკრაინის დარად 12 ქულა მოაგროვა, მაგრამ კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.







