ფეხბურთი

18:37 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბორინის “ლივერპულში” დაბრუნება სურს

“ლივერპულიდან” “სანდერლენდში” იჯარით მოთამაშე ფაბიო ბორინიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი “ენფილდზე” დაბრუნება და ფეხის მყარად მოკიდებაა. მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა იტალიელი “შავ კატებში” აგვისტოში გაანათხოვრეს.

“ლივერპულში” დაბრუნება კარგი იქნებოდა. ვფიქრობ, უკვე დავამტკიცე, რომ პრემიერლიგის დონეზე თამაში შემიძლია. მთავარი მიზანი მიღწეულია – მოედანზე ყოველ მატჩში გამოვდივარ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ლივერპულში”, მხოლოდ თამაში საკმარისი არაა და სარგებლის მოტანაც აუცილებელია.

მომდევნო მიზანი ბევრი გოლია. თავდამსხმელისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მთავარია, სათამაშო დრო მქონდეს და დანარჩენი თავისთავად მოხდება”, - განუცხადა ბორინიმ ბრიტანულ მედიას.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099244