ფეხბურთი

10:32 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელის პირველი კოლხური

დაბა ურეკში მორიგი ტესტ-მატჩი გამართეს უმაღლესლიგურ პლეი აუტში მოხვედრილმა ფოთის „კოლხეთმა“ და მარტვილის „მერანმა“. საშუასეზონო სამზადისში, ეს ამ გუნდების მე-2 შეხვედრა გახლდათ. 2 კვირის წინ, სამტრედიაში ზღვისპირელებმა მარტვილელებს 1:0 მოუგეს. დღევანდელი დაპირისპირებაც სოსო ფილიას საწყმსოს გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

სამივე ბურთი მე-2 ტაიმში გავიდა. ანგარიში, „კოლხეთში“ ჯერაც სინჯებზე მყოფმა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ვიტორ როსინიმ გახსნა. მალევე, დავით ციცხვაიამ ზრვისპირელთა უპირატესობა გაზარდა. თამაშის ბოლოსკენ მეტოქის კარისკენ დანიშნული 11-მეტრიანი, მარტვილელმა მამუკა ტორონჯაძემ გამოიყენა.

18 თებერვალს, „კოლხეთი“ ერთ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს, რომელსაც საერთაშორისოს სტატუსი ექნება - ფოთელები, ქობულეთურ „ჩელე არენაზე“, ერევნის „არარატს“ ეთამაშებიან.

 

იუზა კაციტაძე

ავტორის ფოტოები

თეგები„კოლხეთი“
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098221