ძიუდო

19:19 | 13.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს წერტილი

აბუ დაბის გრან-პრი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 მედლით და გუნდური მე-6 ადგილით ჩაამთავრა. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ გუშინწინ მოპოვებულ ვერცხლს დღეს ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) ბრინჯაო მიამატა.
პრესტიჟულ ტურნირზე 23 ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ ტატამზე. მოლოდინისამებრ, ოლიმპიურ თამაშებზე ნაჭიდავებ ძიუდოისტთა უმრავლესობამ აბუ დაბიში ჩასვლით თავი არ შეიწუხა. ქართული გუნდიც გადახალისებული და არასრული შემადგენლობით გავიდა ტატამზე. წინასწარი გეგმით, საქართველოს დროშის ქვეშ 5 ძიუდოისტს უნდა ეჭიდავა, მაგრამ განაცხადში და სატურნირო ბადეში შეყვანილ ვარლამ ლიპარტელიანს კიმონო ერთხელაც არ მოურგია. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ლიპარტელიანი გერმანიაში იყო და შეჯიბრებაში მონაწილეობაც გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ აბუ დაბიში ჩასვლა ვეღარ მოახერხა.
ევროპის მოქმედ ჩემპიონს ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 100 კილოგრამში უნდა მოესინჯა ძალა. მის წონაში – 90 კილოგრამში კი ქართული დროშის ქვეშ ზვიად გოგოჭურმა იჭიდავა და ორი იოლი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალის საგზური და საპრიზო სამეულიც გაინაღდა. პორტუგალიელ რიკარდუ ლურუს 38 წამში მოუგო, ხოლო კანადელ გიიომ პეროს წუთსა და 24 წამში მოუმთავრა საქმე. ფინალში გადასასვლელი შეხვედრაც სწრაფადვე დასრულდა, ოღონდ ამჯერად ქართველის მეტოქის – რუსი კირილ ვოპროსოვის მიერ შესრულებული იპონით.
გრან-პრის ჩემპიონებს მსოფლიოს რეიტინგ-სიაში 200 ქულა დაერიცხებათ, მეორეადგილოსნები 120 ქულას გამოიმუშავებენ, ბრინჯაოსნები - 80-ს. საწყის ეტაპებზე დამარცხებულ ძიუდოისტთა მონაგარი კი შედარებით მოკრძალებული იქნება.

აბუ დაბის გრან-პრი
11-13 ოქტომბერი

60 კგ

1 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)
2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3 დიეგო სანტოსი (ბრაზილია)

66 კგ
1 ნიჰათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)
2 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
3 მასაში კოდერა (იაპონია)
3 შოგო მაენო (იაპონია)

73 კგ
1 მურატ კოძოკოვი (რუსეთი)
2 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)
3 ტაკენორი ნაკამურა (იაპონია)

81 კგ
1 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)
2 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
3 თურალ საფგულიევი (აზერბაიჯანი)
3 სერგიუ ტომა (მოლდოვა)

90 კგ
1 კირილ ვოპროსოვი (რუსეთი)
2 შერალი ჟურაევი (უზბეკეთი)
3 ზვიად გოგოჭური (საქართველო)
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)

100 კგ
1 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)
2 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)
3 დაისუკე კობაიაში (იაპონია)
3 უტკურ კურბანოვი (უზბეკეთი)

+100 კგ
1 მასარუ მომოსე (იაპონია)
2 დავიდ მოურა (ბრაზილია)
3 ადილიონ ტულენდიბაევი (უზბეკეთი)
3 კაკაიან მერედოვი (თურქმენეთი)

გუნდური ჩათვლა. ვაჟები

 

    V VII
1 რუსეთი  4 1 0 1 0
2 ბრაზილია 1 1 1 1 0
3 იაპონია 1 0 4 2 0
4 აზერბაიჯანი 1 0 1 0 0
5 უზბეკეთი 0 3 3 3 0
6 საქართველო 0 1 1 0 0
7 უნგრეთი 0 1 0 1 0
8 მონღოლეთი 0 0 2 4 0
9 თურქმენეთი 0 0 1 2 0
10 მოლდოვა 0 0 1 0 0


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090581