ძიუდო

21:21 | 8.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ბუდაპეშტის ტატამზე 7 ქართველი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 12-13 თებერვალს, ბუდაპეშტში ჩასატარებელ მსოფლიოს თასზე 7-კაციანი გუნდით გაემგზავრება. პარიზის დიდ სლემზე ნაჭიდავები ქართული შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. მწვრთნელებმა გამონაკლისი მხოლოდ ბეთქილ შუკვანიზე (60 კგ) დაუშვეს, რომელიც ტატამზე მომავალ უქმეებზეც გავა. შუკვანის გარდა, ბუდაპეშტში კიმონოს სანდრო იაკობაშვილი (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), დავით კარბელაშვილი (81 კგ), ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი (ორივე 90 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) მოირგებენ.
საუნგრეთო წინასწარ შემადგენლობაში დავით ასუმბანი (60 კგ), შალვა ქარდავა (66 კგ) და დავით ლორიაშვილიც (100 კგ) იყვნენ, მაგრამ ტრავმების გამო განაცხადს მიღმა დარჩნენ. ნეკნის ტრავმა გახდა თბილისის მსოფლიოს თასის ჩემპიონის, ამბაკო ავალიანის (73 კგ) უნგრულ შემადგენლობაში არშეყვანის მიზეზი, მაგრამ როგორც დღევანდელ ვარჯიშზე გაირკვა, მდგომარეობა საგანგაშო სულაც არ ყოფილა. იქვე ითქვა, შესაძლოა, რომ სიაში ჩავამატოთო, მაგრამ ბოლოს გადაწყდა, რომ ავალიანს ამჯერად მაინც არ დატვირთავენ და თებერვალში დარჩენილი ორი საერთაშორისო ტურნირიდან რომელიმეზე იჭიდავებს. 19-20 თებერვალს, დიუსელდორფის დიდი პრიზი გაიმართება, ხოლო 26-27-ში -  ვარშავის მსოფლიოს თასი.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087455