კიევის “ბუდიველნიკი”, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცინცაძე გახლდათ და შესაძლოა, იგი მომავალ სეზონშიც უკრაინული გუნდის მაისურით ვიხილოთ, ევროლიგისთვის სერიოზულად ემზადება.
როგორც “ბუდიველნიკის” პრეზიდენტმა ბოგდან გულიამოვმა განაცხადა, კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სეზონისთვის, ბიუჯეტი დახლოებით 4-ჯერ გაიზრდება, რაც კიეველებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.
“ცხადია, გაძლიერებას ვაპირებთ. ჩვენი ბიუჯეტიც ევროლიგის შესატყვისი იქნება და დაახლოებით 100 მილიონ გრივნას (12.5 მილიონი დოლარი) გაუტოლდება. წილისყრის შედეგებით, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ჩვენი გუნდისთვის სწორედ ასეთი ძლიერი კონკურენტები მსურდა”, - აღნიშნა გულიამოვმა.
შეგახსენებთ, რომ “ბუდიველნიკი” ევროლიგის A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად “ბარსელონა” (ესპანეთი), ცსკა (რუსეთი), “ფენერბაჰჩე” (თურქეთი), “პარტიზანი” (სერბეთი) და “ნანტერი” (საფრანგეთი) ეყოლება. აინარს ბაგატსკისის მიერ დარიგებული კიევური კლუბი პირველ მატჩს შინ, 17 ან 18 ოქტომბერს სტამბულის “ფენერბაჰჩეს” წინააღმდეგ ჩაატარებს.









