ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მადრიდის “რეალის” კარის დარაჯის იკერ კასილიასის ქცევით აღფრთოვანებულია.
“იკერით აღფრთოვანებული ვარ. ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა ასეთ სიტუაციაში ყოფნა, მითუმეტეს, თავს კარგ მეკარედ მივიჩნევ. იკერის თავდაჭერილობა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მე ზუსტად არ ვიცი “რეალში” რა მოხდა. თუმცა, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საქმე არა მხოლოდ კასილიასის სათამაშო თვისებებშია, არამედ, კლუბში მის მიმართ დამოკიდებულებაზე.
კასილიასის სათადარიგოთა სკამზე ხილვა უჩვეულო მოვლენაა, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ დიეგო ლოპესს, რომელმაც თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა” – იუწყება ბუფონის სიტყვებს Football Espana.






