ფეხბურთი

2:01 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა სერია A-ს მე-500 მატჩი გალიდერებით აღნიშნა

„ლივორნოსთან“ გამართული თამაში რიგით მე-500 იყო, რომელიც ჯიჯი ბუფონმა სერია A-ში ჩაატარა. ლეგენდარულ მეკარეს საიუბილეო მატჩი თანაგუნდელებმა 3 ქულის აღებით მიულოცეს.

„იუვენტუსი“ მე-13 ტურის შეხვედრას საკადრო პრობლემებით შეხვდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პრობლემები დაცვის ხაზში, რის გამოც, ანტონიო კონტე იძულებული გახდა არტურო ვიდალისთვის პოზიცია შეეცვალა.

ლივორნოში გამართული შეხვედრის გმირად ფერნანდო ლიორენტე იქცა. მან ანგარიში 63-ე წუთზე, პოლ პოგბას გადაცემის შემდეგ გახსნა. ათიოდ წუთში, ბასკმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში კარგად დაამუშავა და კარლოს ტევესს დაუგოა, ხოლო არგენტინელმა, დაახლოებით 17 მეტრიდან დარტყმით, შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ამ მოგების წყალობით, „იუვენტუსი“ გათამაშებას სათავეში ჩაუდგა, მაგრამ 2 ქულით უკან მყოფი „რომა“ თავის თამაშს ორშაბათს თამაშობს.

ბოლო სამ თამაშში პირველი ქულები დაკარგა „ფიორენტინამ“. ფლორენციელები „უდინეზეს“ 2-მატჩიანი წაგებათა სერიის შეწყვეტის საშუალება მისცეს. თამაშის ერთადერთი გოლი უდინელთა მარჯვენა მცველმა, ტომას ორტომ გაიტანა, რომელიც 34-ე წუთზე, ჯარიმის შესრულების დროს, შორეულ ძელთან დროულად აღმოჩნდა.

ზედიზედ მე-6 წაუგებელი მატჩი ჩაატარა „ინტერმა, მაგრამ ვალტერ მაცარის შეგირდებმა, ამჯერად, მხოლოდ ქულა მოიპოვეს. ბოლონიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს, როდესაც კონემ კონტრშეტევა წარმატებით დააგვირგვინა. „ინტერს“ ქულა ჟონათანმა მოუტანა. ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, ერთი მეტოქე მოატყუა და ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

უკანასკნელი 4 თამაშში მე-3 ფრე ითამაშა „ლაციომ“ და კვლავ 1:1. რომაელები გენუაში გამართული მატჩის მთელი მე-2 ტაიმის განმავლობაში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის, მათ ქულა არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს.

 

ლივორნო-იუვენტუსი 0:2 (0:0)

ლივორნო, “არმანდო პიკი” 9500

ლივორნო (3-4-1-2): ბარდი, კოდა, რინაუდო, ჩეკერინი (ჯემიტი 86), სკატარელა, ლუცი, გრეკო, მბაიე (პიჩინი 80), ემერსონი, სილიგარდი, ემეგარა (ბორხა 73).

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ვიდალი, კიელინი, პირლო, პადოინი, მარკიზიო, პოგბა, ასამოა (პელუზო 88), ტევესი (კვალიარელა 80), ლიორენტე (ვუჩინიჩი 81).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 0:1 ლიორენტე (63), 0:2 ტევესი (75).

გაფრთხილებები: მბაიე 39, სილიგარდი 52, გრეკო 54, ლუცი 77 - ასამოა 72.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 9 (1)-21 (6), კუთხური: 3-11, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-1, ჯარიმა: 13-19.

 

სამპდორია-ლაციო 1:1 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა, პალომბო (მარესკა 90+3), ობიანგი, გაბიადინი, კრსტიჩიჩი, ვსზოლეკი (სორიანო 59), პოცი (პეტანია 80).

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

ლაციო (3-4-3): მარკეტი, სიანი, კანა, რადუ, კონკო, ონაზი, ლედესმა (ერნანესი 68), ლულიჩი, კანდრევა (ედერსონი 70), ფლოკარი, კეიტა (პერეა 57).

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.

გოლები: 1:0 სორიანო (67), 1:1 კანა (90+4).

გაფრთხილებები: ობიანგი 22, კრსტიჩიჩი 32, პატენია 90+1 - კანა 17, ფლოკარი 63, ლულიჩი 69.

გაძევება: კრსტიჩიჩი 46.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 9 (5)-12 (2), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-4, ჯარიმა: 15-17.

 

სასუოლო-ატალანტა 2:0 (0:0)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 12000

სასუოლო (3-4-3): პეგოლო, ანტეი, ბიანკო, აჩერბი, სკელოტო (გაცოლა 46), მანიანელი, მარონე, ლონგი, ბერარდი (მარცორატი 82), ფლორო (კურტიჩი 70), ძაძა.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

ატალანტა (4-3-1-2): კონსილი, ბელინი (სკალონი 6), სტენდარდო (კაცოლა 28), კანინი, ბრივიო, ჩიგარინი, კარმონა, მილიაჩო, მორალესი, ლივაია (მარილუნგო 68), დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.

გოლები: 1:0 ძაძა (63), 2:0 ბერარდი (67).

გაფრთხილებები: ანტეი 35, ფლორო 69 - კარმონა 69, კანინი 79.

გაძევება: ანტეი 76.

მსაჯი: პაოლო ვალერი.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 17 (6)-13 (4), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 0-4, სეივი: 4-4, ჯარიმა: 20-22.

 

ტორინო-კატანია 4:1 (2:0)

ტურინი, “ოლიმპიკო” 13000

ტორინო (4-3-3): პადელი, დარმიანი, ბოვო, მორეტი, დ’ამბროზიო, ბაშა, ვივესი, ფარნერუ (ბრიგი 74), ჩერჩი, იმობილე (მეჯორინი 81), ელ კადური (გლიკი 65).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

კატანია (4-3-3): ანდუხარი, ალვარესი, ლეგროტალიე, გიომბერი, კაპუანო, პლაზილი, ტაჩციდისი (ფრეირე 83), გუარენტე (ბარიენტოსი 35), კასტრო (ლეტო 35), ლოპესი, კეკო.

მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

გოლები: 1:0 იმობილე (10), 2:0 ელ კადური (34), 2:1 ლეტო (50), 3:1 მორეტი (59), 4:1 ელ კადური (61).

გაფრთხილებები: დ’ ამბროზიო 50, ბოვო 50, პადელი 55 - გიომბერი 40, კაპუანო 46, ლეტო 55, ლეგროტალიე 57, ალვარესი 69.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 22 (7)-15 (5), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 10-19.

 

უდინეზე-ფიორენტინა 1:0 (1:0)

უდინე, “ფრიული

უდინეზე (4-2-3-1): ბრკიჩი, ორტო (ვიდმერი 50), დანილო, დომიცი, გაბრიელი, პინცი (ალანი 19), ლაცარი, ბასტა, პერეირა, ფერნანდესი, დი ნატალე (მურიელი 77).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი (მატოსი 72), როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (ფერნანდესი 68), პისარო, ვალერო, ხოაკინი (ილიჩიჩი 59), როსი, კუადრადო.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გოლი: 1:0 ორტო (34).

გაფრთხილებები: დანილო 18, ფერნანდესი 88 - აკვილანი 33, როდრიგესი 84, ვალერო 88.

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 22 (11)-15 (5), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 5-1, სეივი: 5-10, ჯარიმა: 22-8.

 

ბოლონია-ინტერი 1:1 (1:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა

ბოლონია (3-4-2-1): კურჩი, სორენსენი, ნატალი, ანტონსონი, გარიკსი (კრესპო 68), პერესი (პაციენცა 76), კრინი, მორლეო, კონე, დიამანტი, კრისტალდო (ბიანკი 46).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

ინტერი (4-4-1-1): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო (ბელფოდილი 85), როლანდო, ჟეზუსი, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 56), კამბიასო, ალვარესი, ნაგატომო (პერეირა 25), გუარინი, პალასიო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: 1:0 კონე (12), 1:1 ჟონათანი (51).

გაფრთხილებები: დიამანტი 13, მორლეო 35, კონე 38, კურჩი 63 - ტაიდერი 2.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 9 (4)-22 (6), კუთხური: 2-14, თამაშგარე: 5-3, სეივი: 5-3, ჯარიმა: 10-9.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.087733