სენიორ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე, 3 ტურის თავზე ქალთა ტურნირს მაქსიმალური შედეგით ბულგარელი მარგარიტა ვოისკა (2289) ლიდერობს. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნონა გაფრინდაშვილს (2329) და თამარ ხმიადაშვილს (2148) გააჩნიათ, რომლებიც 2-2 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილები უკავიათ.
მე-3 ტურში გაფრინდაშვილი თეთრი ფიგურებით გალინა სტრუტინსკაიას (რუსეთი, 2313) დაუზავდა, ხოლო ხმიადაშვილმა შავებით ყაიმი რუმიანა გოჩევასთან (ბულგარეთი, 2129) გააფორმა. რუს ტატიანა სინჩურინას (2003) დაუზავდა მარგალიტა თანდაშვილი (2025), რომელიც 1.0 ქულით მეთექვსმეტეა.
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის რიგით მე-13 ჩემპიონატი 6 ქვეყნის 19 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 22 მარტამდე გასტანს.







