ფეხბურთი

14:12 | 17.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბულგარეთის ოთხთა ტურნირი - აკობიას ნაკრები თურქეთით იწყებს

ოთხშაბათს, ბულგარეთის ოთხთა ტურნირზე პირველ მატჩს გამართავს საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები (1997 წელს დაბადებულები).

ნოდარ აკობიას გუნდი ბულგარეთში უკვე მეორე დღეა იმყოფება. თბილისიდან წასულ 19 ფეხბურთელს, ბულგარეთში შეუერთდა საფრანგეთის “ოსერის” ფორვარდი გიორგი ჯობავა.

მეკარეები: ბექა ქურდაძე (“საბურთალო”), გიორგი კულუა (“ტორპედო”)

მცველები: რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია, რუსლან ბედიევი, გუგა თვარაძე (ყველა “საბურთალო”), ნიკა კევლიშვილი (“ლოკომოტივი”), გიორგი სადღობელაშვილი (“დინამო”)

ნახევარმცველები: ვასილ კაციტაძე (“დინამო”), ირაკლი კამლაძე (“ლოკომოტივი”), ნიკა ქორიძე (35-ე სკოლა), ლადო მამუჩიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე “საბურთალო”), გიორგი ბერიძე (“ჩიხურა”), ნიკა ლაშხია (“ბაია”)

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (“ზესტაფონი”), გურამ გოშთელიანი (“საბურთალო”), გიორგი არაბიძე, გიორგი ღვინაშვილი (ორივე “ლოკომოტივი”, თბილისი), გიორგი ჯობავა (“ოსერი”, საფრანგეთი)

აქვე, ტურნირის კალენდარსაც შეგახსენებთ:

17 აპრილი

ბულგარეთი - კვიპროსი

თურქეთი - საქართველო (სტადიონი “ორიზარი”. დასაწყისი 18:00)

18 აპრილი

ბულგარეთი - საქართველო (სტადიონი “ბერკუტი”. დასაწყისი 15:30)

თურქეთი - კვიპროსი

20 აპრილი

ბულგარეთი - თურქეთი

კვიპროსი - საქართველო (სტადიონი “ორიზარი”. დასაწყისი 12:00)

 

სფფ-ს პრესსამსახური

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095133