გერმანიის ბუნდესლიგის 25–ე ტური არცთუ სანახაობრივი მატჩებით დასრულდა. ორ შეხვედრაში, ბუნდესლიგის ქომაგებმა მხოლოდ ერთი გოლი იხილეს.
ბრუნო ლაბადიას „შტუტგარტმა“ „ჰამბურგს“ უმასპინძლა და 3 ქულაც „გაატანა“. „მერსედეს ბენც არენაზე“ პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა. მატჩი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში მიდიოდა და საგოლე მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. საგოლე მომენტების რეალიზაცია შედარებით უკეთ მოახერხეს სტუმრებმა, რამაც „ჰამბურგი“ გამარჯვებამდე მიიყვანა.
50–ე წუთზე, არტიომ რუდნევმა დაჰკრა საგოლედ და ჰამბურგელები დააწინაურა. „შტუტგარტი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა – 0:1.
მირკო სლომკას ჰანოვერი საკუთარ კედლებში ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუზავდა. გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს და ტაბლოზეც ლოგიკური ანგარიში – 0:0 დაფიქსირდა.
ჰანოვერი. „ავდ არენა“. 44800
ჰანოვერი – აინტრახტი 0:0
ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, პოკონიოლი, პანდერი (შლაუდრაფი 61), შულცი, შაჰედი, ჰოფმანი, პინტუ, დიუფი, ია კონანი, აბდელაუიე (სობეხი 78).
მწვრთნელი: მირკო სლომკა
აინტრახტი: ტრაპი, იუნგი, სამბრანო, ჩელოცი, ოჩიპკა, ანდერსონი, აიგნერი (კიტელი 86), შვეგლერი, მატმური (ლანიგი 77), ინუი (ლაკიჩი 89), მაიერი.
მწვრთნელი: არმინ ფე
გაფრთხილებები: ჯურუ (74), ჰოფმანი (90)
კარში დარტყმა: 3 (1) – 6 (2) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 2 – 1
შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 47100
შტუტგარტი – ჰამბურგი 0:1(0:0)
შტუტგარტი: ულრაიხი, ნიდერმაიერი, ბოკა, ტასკი, რიუდგიგერი, იორგენსენი, ტრაორე (მაკედა 73), გენტნერი, ჰოლცჰაუზერი (ოკაზაკი 46), ჰარნიკი, იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი (რაიკოვიჩი 64), დიკმაიერი, ბრუმა, აოგო (ჰიუნ–მინი 71), იანსენი, ვან დერ ვარტი, შელბრედი (არსლანი 84), რინკონი, ბადელი, რუდნევი.
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
გოლი: 0:1 რუდნევი (50)
გაფრთხილებები: ნიდერმაიერი (65), იბიშევიჩი (85) – რუდნევი (72)
კარში დარტყმა: 10 (8) – 8 (5) ჯარიმა: 13 - 23 კუთხური: 8 - 5 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 6 – 13
| 1. | ბაიერნი | 25 | 21 | 3 | 1 | 67:10 | 66 |
| 2. | დორტმუნდი | 25 | 13 | 7 | 5 | 55:30 | 46 |
| 3. | ლევერკუზენი | 25 | 13 | 6 | 6 | 45:32 | 45 |
| 4. | შალკე | 25 | 11 | 6 | 8 | 43:40 | 39 |
| 5. | ფრანკფურტი | 25 | 11 | 6 | 8 | 38:35 | 39 |
| 6. | ჰამბურგი | 25 | 11 | 5 | 9 | 30:33 | 38 |
| 7. | მაინცი | 25 | 10 | 7 | 8 | 33:29 | 37 |
| 8. | ფრაიბურგი | 25 | 9 | 9 | 7 | 32:28 | 36 |
| 9. | გლადბახი | 25 | 8 | 11 | 6 | 34:35 | 35 |
| 10. | ჰანოვერი | 25 | 10 | 4 | 11 | 47:45 | 34 |
| 11. | ნიურნბერგი | 25 | 7 | 10 | 8 | 26:32 | 31 |
| 12. | ვოლფსბურგი | 25 | 8 | 6 | 11 | 29:39 | 30 |
| 13. | ვერდერი | 25 | 8 | 5 | 12 | 40:49 | 29 |
| 14. | შტუტგარტი | 25 | 8 | 5 | 12 | 26:43 | 29 |
| 15. | ფორტუნა | 25 | 7 | 7 | 11 | 31:35 | 28 |
| 16. | აუგსბურგი | 25 | 4 | 9 | 12 | 22:38 | 21 |
| 17. | ჰოფენჰაიმი | 25 | 5 | 4 | 16 | 30:49 | 19 |
| 18. | ფიურტი | 25 | 2 | 8 | 15 | 14:40 | 14 |
ბომბარდირები: ლევანდოვსკი (დორტმუნდი) - 17, კისლინგი (ლევერკუზენი) – 16, მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12.





