სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:12 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურდულის ფორმულა: ნუ იყურებით პასპორტში

“სიონმა” ისევ მოუგო “დინამოს,” ისევ თბილისში, უკვე მეორედ ამ გაზაფხულზე. ახლა ბოლნისელებს 45 ქულა მოუგროვდათ, მესამე ადგილზე დგანან და უშუალო კონკურენტებს, “ჩიხურასა” და “მეტალურგს” 6 ქულით უსწრებენ. ანუ, რეალური შანსი აქვთ ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდნენ. ბოლნისელებმა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს. “დინამოსთან” კი ძალიან ორგანიზებულად იცავდნენ თავს და წარმატებაც სწორედ ამან მოიტანა. მოგეხსენებათ, “სიონი” საკმაოდ “ასაკიანი” გუნდია, რაც, ზოგადად კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, მაგრამ ლადო ბურდულმა მოახერხა მათი ერთი იდეის გარშემო გაერთიანება და შედეგიც სახეზეა. არადა, საინტერესოა, აბრამიძე, ქემოკლიძე, სვანიძე და აფციაური მასზე უფროსები არიან ასაკით (ბურდული 33 წლისაა). ალეკო გოგობერიშვილზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობთ, 37 წლისა, ის ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, თუმცა ისევ ერთ-ერთი გამორჩეულია. დამტკიცდა, რომ “სიონის” ის ფეხბურთელები, რომლებსაც ზოგმა ასაკის გამო თამაში “დაამთავრებინა,” ჩამოსაწერები სულაც არ ყოფილანო, - თქვა შემდეგ ბურდულმა.

დინამოელებმა კი ამ გაზაფხულზე უკვე მესამე საშინაო მატჩი წააგეს, რაც ასეთ მცირე მონაკვეთში, ამბიციური გუნდისთვის, ვფიქრობთ, ბევრია.

ბოლო 10 შეხვედრაში მეცხრედ იმარჯვა “ზესტაფონმა.” გია გეგუჩაძე მართლაც ხარისხიანად მუშაობს. მოკლე პერიოდში საქართველოში ყველაზე სტაბილური გუნდის შექმნა მოახერხა და ჩემპიონატს გარკვეული ინტრიგა დაუბრუნა. მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ ”დინამოს” და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. თუ ასე გაგრძელდა, ზაფხულში ევროთასებზე მარგველთა წარმატებით გამოსვლის იმედიც უნდა გვქონდეს.

გრძელდება “ჩიხურას” კერიზისი. სოსო ფრუიძის გუნდს ჩემპიონატში 26 თებერვლის მერე აღარ გაუმარჯვია, ამასობაში კი 8 ტური მიილია. შემოდგომის მიწურულს, ზემოიმერლები “დინამოს” მთავარ კონკურენტად ითვლებოდნენ საჩემპიონო ბრძოლაში, ახლა კი სამეულში მოხვედრაც პრობლემად ექცათ.  

ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო “გურიამ.” ეტყობა ზედა ექვსეულში მოხვედრით ლანჩხუთელებმა წლევანდელი მისია შესრულებულად ჩათვალეს.

ახლა ქვედა ექვსეულზეც ვთქვათ. სტაბილურობა დააკლდა “დილას.” გორელებმა ბოლო 4 შეხვედრიდან 3 წააგეს. მათმა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გია გიგატაძემ და კლუბის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინათ გამართულ შეხვედრაზე თქვეს: წლევანდელ სეზონში მთავარი მიზანი ქვეყნის თასზე წარმატებით თამაში იქნებაო. ნახევარფინალში გორელები “დინამოს” ხვდებიან და პირველი მატჩი თბილისში მინიმალური ანგარიშით წააგეს. 23 აპრილს გორში საპასუხო შეხვედრაა და “დილასთვის” ის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას. თუმცა ვერ ვიტყვით, “სპარტაკთან” მოტივაცია აკლდათო. აი, “სპარტაკმა” კი ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, რომელიც საბოლოოდ, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. მით უმეტეს, რომ უშუალო კონკურენტმა “ზუგდიდმა” ქუთაისში “მერანთან” მეგრული დერბი წააგო და ახლა ცხინვალელებს უკვე 4 ქულით ჩამორჩება.

 

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 გიორგი ჩირგაძე (30), 0:2 ბესიკ ჩიმაკაძე (40), 1:2 ვილი ისიანი (57), 1:3 მერაბ გიგაური (67) 

 

დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 თორნიკე აფციაური (34) 

 

ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 რატი წინამძღვრიშვილი (45), 1:1 თორნიკე კაპანაძე (67), 2:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (73)

 

1      დინამო (თბ)      26           17           4           5           56:19           55          
2 ზესტაფონი 26 15 4 7 35:17 49
3 სიონი 26 13 6 7 34:25 45
4 ჩიხურა 26 11 6 9 43:40 39
5 მეტალურგი 26 11 6 9 31:30 39
6 გურია                                     26 11 0 15 27:38

33

 

 

27-ე ტური. 19 აპრილი. შაბათი: ჩიხურა – გურია, სიონი – ზესტაფონი, მეტალურგი - დინამო

 

მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 2:1 (1:0)

გოლი: 1:0 ალექსი ბენაშვილი (30), 2:0 ლევან გეგეჭკორი (59), 2:1 ნიკოლოზ აფაქიძე (77) 

 

დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 ლუკა რაზმაძე (18), 1:1 ზვიად მეტრეველი (47), 1:2 ლევან კაკუბავა (51), 1:3 თემურ შონია (57) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მათე კვირკვია (35), 1:1 ირაკლი ლექვთაძე (59)

 

1      ვიტ ჯორჯია                          26           10           6           10           33:33           36         
2   დილა 26 9 8 9 35:29 35
3 ტორპედო 26 9 6 11 26:37 33
4 სპარტაკი 26 8 4 14 25:34 28
5 ზუგდიდი 26 6 6 14 16:35 24
6 მერანი 26 6 4 16 20:44 22

 

 

27-ე ტური. 17 აპრილი. ხუთშაბათი: სპარტაკი – ვიტ ჯორჯია. 18 აპრილი. პარასკევი: ტორპედო – მერანი, 19 აპრილი. შაბათი: ზუგდიდი - დილა

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), ვილი ისიანი (“გურია”),

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)

6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.199898