ინტერვიუები

17:50 | 15.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბურიაკი ბლოხინს დაცვის გაძლიერებას ურჩევს

უკრაინის ნაკრების ექსმთავარი მწვრთნელი, საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა, ლეონიდ ბურიაკი “სპორტ ექსპრესს” უკრაინელთა დღევანდელ ეროვნულ გუნდზე ესაუბრა.


- ვფიქრობ, ფრანგებთან მატჩი უკრაინელებისთვის საკვანძო იქნება. საფრანგეთი შვედეთი არაა, გაცილებით მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავს და მწვრთნელებმა, უპირველესად, ცენტრალური მცველების თამაშში უნდა შეიტანონ კორექტივები.
- შვედებთან გამარჯვების შემდეგ, საყოველთაო ეიფორიის ფონზე, თქვენ მაინც კრიტიკული ხართ. რატომ?
- იმიტომ, რომ თვალწინ მიდგას პირველი ტაიმის მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩს უნდა გაეტანა და ბოლო ათი წუთი, როცა შვედები ორჯერ აღმოჩნდნენ ცარიელ კართან. საბედნიერიოდ, მოწინააღმდეგეს გასატანად ოსტატობა არ ეყო.
- მიგაჩნიათ, დაცვის ცენტრი სრულად უნდა გადახალისდეს?
- აუცილებელი არაა. თანაც, არ მინდა, საკუთარი აზრი ვინმეს თავს მოვახვიო. მითუმეტეს, არ ვიცი, ამ ამპლუის სხვა პრეტენდენტები როგორ ფორმაში არიან.  მიხალიკისა და ხაჩერიდის ოსტატობა შვედებთან საკმარისი გამოდგა, მაგრამ ფრანგებთან...…
- დაცვის გარდა კიდევ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ უკრაინელებს?
- ცხელი ამინდი. აუტანელი სიცხეებია და ასეთ დროს ძალიან რთულია ფეხბურთელების სრულფასოვანი აღდგენითი პროცედურები.
- ფრანგებზე რას იტყვით?
- კარგად დაბალანსებული და მოტივირებული გუნდია. მგონი, უკვე დაავიწყდათ ბოლოს როდის წააგეს. თან ჭირვეული ვარსკვლავები - ანრი და ანელკა მოიშორეს, ამიტომ გუნდის შიგნით გაცილებით უკეთესი მიკროკლიმატია. Aარ გამიკვირდება,  ფრანგები ევრო 2012-ის ფინალამდე რომ მივიდნენ.
- ფრანგებთან ფრე უკრაინელებს დააკმაყოფილებს?
- იმ პირობით, რომ ინგლისსაც ავართმევთ ქულას მაინც. სხვა მხრივ, ფრანგებთან ფრე შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს. აი, რუსეთს 4 ქულა აქვს, მაგრამ Fპლეი ოფის საგზური ჯერ განაღდებული არ აქვს. მოკლედ, ბლოხინს გონივრულად მართებს დაცვისა და შეტევის დაბალანსება. ფრანგებთან პირველ ნომრად თამაში, ალბათ არასწორი იქნება.
- ანდრეი შევჩენკომ გაგაკვირვათ?
- არა. ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ Aანდრეი ფენომენალური მოთამაშეა? ოსტატობის გარდა, ბუნებამ ის გასაოცარი ფიზიკური თვისებებითაც დააჯილდოვა. შვედებთან მატჩში მან, ფაქტობრივად, მარტომ გაათრია მთელი ნაკრები.

სოლომონ გულისაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095777