თურქული "ბურსასფორის" ფორვარდი ფერნანდაო საჩხერის "ჩიხურასთან" საპასუხო მატჩს გამოტოვებს. ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I შეხვედრაში, რომელიც ბურსას "ათათურქზე" 0:0 დასრულდა, ფერნანდაომ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ის მინიმუმ 10 დღეს ვერ ივარჯიშებს.
ბრაზილიელი ფორვარდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და "ჩიხურასთან" უმეტესი მომენტები სწორედ მას შეექმნა.
"ჩიხურა"-ბურსასფორი" ხუთშაბათს თბილისის "მიხეილ მესხზე" 21:00 საათზე დაიწყება









