კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტი იუწყება.
ახალი ხელშეკრულების ძალით, ბუსკეტსი “კამპ ნოუზე” 2018 წლამდე დარჩება. არსებობს პუნქტი, რომლის საშუალებითაც, კონტრაქტი კიდევ წელიწადით ავტომატურად გახანგრძლივდება. სადღეისოდ, ბუსკეტსის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევროა.
ცნობისათვის, “ბარსას” პირველ გუნდში, ბუსკეტსს 238 მატჩი აქვს ჩატარებული.







