ჭიდაობა

16:54 | 10.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკები ევროხალიჩაზე ახალი გუნდებით გავლენ

საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობები დაასახელეს. ტურნირი 17-22 ივლისს პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაიმართება.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დამრიგებელმა თამაზ ბენდიანიშვილმა ათი წონითი კატეგორიიდან ორში საუკეთესოს გამოსავლენად საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და საბოლოოდ შემდეგი განაცხადი ჩამოწერა:
შმაგი თოდუა (42 კგ), გიორგი პასიკაშვილი (46 კგ), გიორგი ლეჟავა (50 კგ), ლევან მურცხვალაძე (54 კგ), ედუარდ ნიკოლიშვილი (58 კგ), ტარზან მაისურაძე (63 კგ), ომარ გურჯიძე (69 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ), ირაკლი მწითური (85 კგ) და ბექა კახეთელიძე (100 კგ).
ბენდიანიშვილის შარშანდელ შემადგენლობას მხოლოდ გურჯიძე, ჩხარტიშვილი და პასიკაშვილი შემორჩნენ. გურჯიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ჩხარტიშვილმა მსოფლიოზე ბრინჯაო მოიგო.
ბერძენ-რომაელთა გუნდის თავკაცმა ვაჟა კრავეიშვილმა ევროპირველობაზე წასაყვანი სია საკონტროლო შეხვედრების გარეშე ჩამოწერა. 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან არჩევანი თემურ შავაძეზე შეაჩერა. 46 კილოგრამში კატოვიცეში რამაზ ზოიძე იჭიდავებს, 50-ში - ირაკლი შავაძე, 54-ში - გიორგი ხუჭუა, 58-ში - თემურ კვაჭაძე, 63-ში - მურთაზ ჩაბრავა, 69-ში - ნუკრი შავაძე, 76-ში - ნიკა გავაშელი, 85-ში - ნიკოლოზ კახელიშვილი, ხოლო 100-ში - ზვიად პატარიძე.
ამ ჭაბუკთაგან შარშანდელ ნაკრებში მხოლოდ ზოიძეს აქვს ნაჭიდავები და მშვინივრადაც. მაშინ იგი 42 კილოგრამში გამოდიოდა და ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონი გახდა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16245