ძიუდო

17:26 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების 6 მედალი კიევიდან

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა კიევში გამართულ “ევროპის თასზე” 6 მედალი მოიპოვა. მათგან 5 ვაჟების, 1 კი გოგონას ანგარიშზეა.

ვაჟებს შორის ყველაზე შედეგიანად 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე თამაზ კირაკოზაშვილი გამოვიდა, რომელმაც ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა. კობა მჭედლიშვილს (66 კგ) ტიტულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა. რობიზონ ბეგლარიშვილი (50 კგ), ბექა ნათათრალიშვილი (55 კგ) და სიმონ მამარდაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

52 კილოგრამში მოჭიდავე მარიამ ჯანაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, იგი ორიოდ კვირის წინ ანთალიურ “ევროპის თასზე” ჩემპიონი გახდა. მაშინ თურქულ კვარცხლბეკზე სიმონ მამარდაშვილიც ავიდა – მეორე საფეხურზე.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159168