უკრაინის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მოსამზადებელ შეკრებაზე ამბროსი ჩაჩუა გამოიძახეს.
ჩაჩუა წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინული პასპორტი აქვს. ის ამპლუით ნახევარმცველია და ლვოვის “კარპატის” დუბლშემადგენელობაში ასპარეზობს.
უკრაინის 19-წლამდელები 22-დან 27 მაისის ჩათვლით, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშებენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი მოროზმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელს უხმო და ჩაჩუას თავის გამოჩენის შანსი აქვს. აქვე გეტყვით, რომ უკრაინელები ჯგუფში რუსეთთან, იტალიასთან და ხორვატიასთან ერთად მოხვდნენ.







