ფეხბურთი

15:17 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩაგელიშვილმა თეთრაძესთან ქულა აიღო

 

მოლდოვის ნაციონალურ დივიზიაში (უმაღლესი ლიგა) ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო კიშინიოვის “ზიმბრუმ”, რომელშიც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის - ბაქარ მირცხულავა, კონსტანტინე გაბაშვილი და თორნიკე სტეფნიაშვილი.

23-ე ტურში “ზიმბრუმ” “მილსამისთან” სტუმრად 1:2 წააგო. ქართველები სასტარტოში არ ყოფილან, მხოლოდ გაბაშვილმა ითამაშა მეორე ტაიმი. “ზიმბრუს” 27 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილი უკავია.

ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, შინ “სპერანცა” 2:1 დაამარცხა და გათამაშებას 60 ქულით ლიდერობს.

ყახაზეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში, “ორდაბასიმ”, სადაც ქართველი თავდამსხმელი დავით ჩაგელიშვილი თამაშობს, ომარ თეთრაძის მიერ გაწვრთნილ “ჟეტისუსთან” სტუმრად ქულა აიღო. ჩაგელიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. “ორდაბასის” 1 ქულა აქვს და პრემიერლიგის 12 გუნდში მე-10 ადგილზეა. “ჟეტისუს” 2 ქულით მე-8 პოზიცია უკავია.



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098919