ფეხბურთი

18:31 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “მესი კიდევ არაერთხელ დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა”

 

“ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი დარწმუნებულია, რომ იანვარში ლიონელ მესი იდეალურ სათამაშო ფორმაში დაბრუნდება და კვლავ საუკეთესო იქნება.

“მესი ნამდვილად “მაგარი” ბიჭია, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ის აუცილებლად საუცხოო სათამაშო ფორმაში დაბრუნდება. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ლეო ყველა ტურნირში მონაწილეობდა, რომელშიც შეეძლო. ბევრ მატჩში იგი ჩვენთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა და 2-3 გოლი გაჰქონდა. ის მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, როდესაც ორგანიზმი გეუბნება “სდექ”! მას უნდა მოუსმინო. მესისთვის ახლა მთავარია, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს, რადგან ძალიან გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა” – იუწყება ჩავის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი. 


0.09668