ფეხბურთი

2:53 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ცალი ფეხით ფინალშია

ევროპის ლიგის პირველმა 1/2–ფინალურმა მატჩებმა, ერთი ფინალისტი თითქმის გამოავლინა, მეორე წყვილში, კი, ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება. შეიძლება ითქვას, რომ თუკი რაიმე სასწაული არ მოხდება, ლონდონის „ჩელსი“ „ბაზელს“ ტურნირს მიღმა დატოვებს და ფინალის საგზურს მოიპოვებს.

ამის თქმის საფუძველს დღევანდელი მატჩი გვაძლევს – შვეიცარიაში ჩასულმა ლონდონელებმა არცთუ იოლ ბრძოლაში, მაგრამ მაინც იმარჯვეს და საქმე მნიშვნელოვნად გაიადვილეს.

მე–12 წუთზე, ფრენკ ლამპარდის კუთხურის შემდეგ, ბურთი ვიქტორ მოზესის წყალობით შვეიცარიელთა კარში აღმოჩნდა და ანგარიში გაიხსნა. რაფა ბენიტესის შეგირდებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ შვეიცარიელები არ ნებდებოდნენ და საკმაოდ ხშირად აწუხებდნენ ლონდონელებს. საგოლე მომენტები ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა. თითოჯერ, გუნდებმა ბურთი ძელსაც გაარტყეს.

მატჩის მიწურულს, მსაჯმა ძალზე საკამათო ვითარებაში სესარ ასპილიკუეტა დააჯარიმა და პენალტი დანიშნა, რომელიც ფაბიან შერმა აქცია გოლად. მიუხედავად ამისა, ლონდონელები არ გატყდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დავიდ ლუისის ჯარიმით ტაბლოზე 1:2 დააფიქსირეს.

დაძაბული მატჩი შედგა სტამბულში, სადაც ადგილობრივმა „ფენერბახჩემ“ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა. სათამაშო უპირატესობას თურქები ფლობდნენ, მაგრამ პორტუგალიელები ადვილად არ ნებდებოდნენ და საბოლოოდ, მატჩი თავიანთთვის არცთუ ცუდი შედეგით დაასრულეს.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 72–ე წუთზე, ეგიმენ კორკმაზი კუთხურის შედეგად შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაერკვა და „არწივების“ კარი აიღო. ამის შემდეგ, ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:0.

 

ბაზელი. „სანკტ–იაკობ პარკი“.

ბაზელი – ჩელსი 1:2 (0:1)

ბაზელი: სომერი, ჩჟუ–ჰუ, დეგენი, დრაგოვიჩი, შერი, დი (დიასი 61), შტოკერი, ფრაი, სალაჰი (დეგენი 78), ელ–ნენი (ზუა 65), შტრელერი.

მწვრთნელი: მურატ იაკინი

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, კოული, ლუისი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, ლამპარდი (ოსკარი 79), აზარი (მატა 71), ტორესი, მოზესი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1 მოზესი (12), 1:1 შერი (87), 1:2 ლუისი (90)

გაფრთხილებები: დრაგოვიჩი (70), დეგენი (80), შერი (89) – კოული (69), ლუისი (83)

კარში დარტყმა: 12 (5) – 14 (8) ჯარიმა: 13 - 8 კუთხური: 8 - 8 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 5 – 3

 

სტამბული. „შიუქრიუ სარაჯოღლუ“.

ფენერბახჩე – ბენფიკა 1:0 (0:0)

ფენერბახჩე: დემირელი, კორკმაზი, იობო, ციგლერი, გენიული, თოფალი, მეირელეში (უჩანი 64), ბარონი (86), სოვი (კრასიჩი 87), კიუიტი, ვებო.

მწვრთნელი: აიკუტ კოჯამანი

ბენფიკა: არტური, პერეირა, გარაი, ჟარდელი, აიმარი (გაიტანი 46), მატიჩი, გომეში (მარტინში 81), კარდოსო, ჯონი (როდრიგო 64), სალვიო, მელგარეხო.

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუში

გოლი: 1:0 კორკმაზი (72)

გაფრთხილებები: ბარონი (38), თოფალი (50), ვებო (90) – გომეში (31), აიმარი (37), პერეირა (41), ჯონი (45)

კარში დარტყმა: 9 (6) – 5 (2) ჯარიმა: 8 - 17 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 8 - 2 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 2 – 4

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094328