ფეხბურთი

0:01 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” “მანჩესტერ იუნაიტედს” აჯობა, მოურინიო კი “100-იანთა კლუბის” წევრი გახდა

ბოლო დროს წარმატებული “ტოტენჰემი” არც თუ კარგ მდგომარეობაში მყოფ “სუონსის” ესტუმრა. თავად განსაჯეთ, უელსელებმა პრემიერლიგაში უკვე მერვე მოუგებელი მატჩი ჩაატარეს, ლონდონელებმა კი პირიქით, დამრიგრბლად ტიმ შერვუდის მოსვლის შემდეგ მეშვიდე წუგებელი შეხვედრა გამართეს.

ამჯერად შერვუდმა ტრადიციულ სქემას 4-4-2-ს გადაუხვია და მხოლოდ ერთი თავდამსხმელით – ემანუელ ადებაიორით ითამაშა. ამ სვლამ სტუმრებს მოედნის ცენტრში ფიზიკური უპირატესობა მისცა. მასპინძელთაგან კი მთავარი საშიშროება ჯონჯო შელვისგან მოდიოდა, რომელიც ძალიან კარგად შეეწყო ვილფრიდ ბონის. ბონიმ ბოლოსკენ პრესტიჟის გოლი მაინც გაიტანა. ყოფილმა ლივერპულელმა კი ტრავმის გამო შეხვედრა ვერ ჩაამთავრა. მანამადე ადებაიორმა ორი ლამაზი ბურთი შეაგდო და ერთიც ესპანელმა ჩიკომ დაამატა საკუთარ კარში. ამ გამარჯვების შემდეგ “დეზები” მეოთხეზე მდგარ “ლივერპულს” გაუთანაბრდნრენ, თუმცა უარესი ბურთების სხვაობის გამო ჩამორჩებიან.

დღის მეორე მატჩი კი ისეთი დაძაბული ვერ გამოდგა, როგორსაც ელოდნენ. დევიდ მოიესის “მანჩესტერ იუნაიტედი” მხოლოდ პირველი 10-15 წუთი ეწინააღმდეგებოდა მასპინძელ “არისტოკრატებს,” შემდეგ კი მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი – “ჩელსი” თამაშობდა.

“მანჩესტერს” მართლაც რთული დროება უდგას. მოიესის შეგირდები ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ დამარცხდნენ. ამჯერადაც ორი მთავარი კაცი - უეინ რუნი და რობინ ვან პერსი ტრავმების გამო არ ჰყავდათ.

მატჩის გმირი კი სამუელ ეტო’ო გახდა. კამერუნელი ეტყობა ნელ-ნელა ივიწყებს “დაღესტნურ თავგადასავალს” და ჩვეულ ფორმას იბრუნებს. ამჯერად მან ჰეთ თრიქი შეასრულა.

პირველი მისი გოლი ინდივიდუალურ გარღვევას მოჰყვა. სამუელმა საჯარიმოს სიახლოვეს, მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ოსტატურად დაუძვრა ოპონენტს და მარცხენა ცხრიანში შეაგდო, თუმცა დარტყმისას ბურთი მაიკლ კერიკსაც შეეხო.

სტუმართაგან ერთადერთი სახიფათო მოთამაშე ჭაბუკი ადნან აინუზაი იყო, რომელმაც რამდენიმეჯერ დაახვია თავბრუ ბრანისლავ ივანოვიჩს, მაგრამ წარმატებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ეტო’ომ უკვე გარი კეჰილის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა ახლოდან. მეორე ნახევრის დასაწყისშიც ამათმა გვარებმა გაიჟღერა, ვილიანის ჩაწოდებულს კეჰილმა თავი დაუხვედრა, დე ხეამ მოიგერია, მაგრამ იქვე მყოფმა ეტო’ომ ყველას დასწრო და 3:0. ეს უკვე განადგურებას ნიშნავდა. სტუმრებმა ბოლოსკენ მაინც გაიტანეს, თავი შეცვლაზე შესულმა “ჩიჩარიტომ გამოიჩინა.

სხვათა შორის, ეს ჟოზე მოურინიოს მე-100 გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში. ის “100-იანთა კლუბის” წევრი გახდა, რომელშიც მის გარდა კიდევ 14 მწვრთნელია: ალექს ფერგიუსონი (528), არსენ ვენგერი (383), ჰარი რედნაპი (231), დევიდ მოიესი (184), რაფაელ ბენიტესი (141), მარტინ ო’ნილი (130), სემ ელარდაისი (129), ჟერარ ულიე (122), კევინ კიგანი (116), კენი დალგლიში (115), დევიდ ო’ლირი (112), ალან კერბიშლი (108), მარკ ჰიუზი (102) და ჯორჯ გრემი (101).

“მიხარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. განსაკუთრებით კმაყოფილი კი იმით ვარ, რომ ჩემმა საყვარელმა მოთამაშემ ჰეთ თრიქი შეასრულა. მიმჩნია, რომ “ჩელსის” უკეთ თამაშიც შეუძლია.”- თქვა შემდეგ მოურინიომ.  

 

სუონსი – ტოტენჰემი 1:3 (0:1)

სუონსი. “ლიბერთი.” 20 769

სუონსი: ტრემელი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, ხორდი ამატი, დევისი, რუტლიჯი, ბრიტონი, შელვი (ლამა 51), პოსუელო, ბონი

მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი

ტოტენჰემი: ლორისი, დოუსონი, როუზი, კირიკეში, უოლკერი, ლენონი (ნოგტონი 79), დემბელე, შადლი (სიგურდსონი 67), ერიკსენი, ბენტალები, ადებაიორი

მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 0:1 ადებაიორი (35), 0:2 ჩიკო (ს,კ, 53), 0:3 ადებაიორი (71), 1:3 ბონი (78)

გაფრთხილება: ხორდი ამატი (49), ბონი (68); როუზი (80)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 1(6)-2(2), ჯარიმა: 3-4, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-2

 

ჩელსი – მანჩესტერი 3:1 (2:0)

ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 615

ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ვილიანი (მატიჩი 86), რამირესი, აზარი, ოსკარი (ობი მიკელი 68), ეტო’ო (ფერნანდო ტორესი 79)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მანჩესტერი: დე ხეა, ვიდიჩი, ევრა (სმოლინგი 51), ევანსი, რაფაელი, ჯონსი, კარიკი, ვალენსია, იანგი (ერნანდესი 56), იანუზაი, უელბეკი

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 ეტო’ო (17, 45, 49), 3:1 ერნანდესი (78)

გაფრთხილება: დავიდ ლუისი (19); იანგი (35), ვალენსია (55), რაფაელი (90+5)

გაძევება: ვიდიჩი (90+1)

მსაჯი: ფილიპ დოუდი

ბურთის ფლობა: 58%-52%, დარტყმა: 2(6)-3(2), ჯარიმა: 16-21, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-3

 

მეგოლეები:

22 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

14 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

11 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”), იაია ტურე (2, “სიტი”)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.087969