“ჩელსი” პირველ ადგილზე დგას და ამ პოზიციის გამყარებას ცდილობს. საინტერესოა, რომ შაბათის მატჩში “არისტოკრატებს” სტუმარი მერსისაიდელებისთვის თავიდანვე არ შეუტევიათ. ინიციატივა შეგნებულად დაუთმეს და კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, თუმცა, არაფერი გამოსდიოდათ. თავის მხრივ, არც ევერტონელებს შეუწუხებიათ დიდად ჩეხი და მისი პარტნიორები. ერთხელ ოსმანმა დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მეკარემ კუთხურზე გადააგდო ბურთი. მეორე ნახევარში მოურინიუმ შეგირდებს შეტევისკენ მოუწოდა, ინერტული ოსკარი რამირესით შეცვალა და მასპინძელთა დაწოლაც გაძლიერდა. “ევერტონი” თავს ღირსეულად იცავდა, თუმცა ერთი-ორჯერ ისინი ტიმ ჰოვარდის ვაჟკაცობამ იხსნა. ყველაზე დასამახსოვრებელი აზარისა და ივანოვიჩის ორმაგი დარტყმები იყო, მეკარემ ჯერ ბელგიელის საჯარიმოს გარედან დარტყმული მოიგერია, იქვე მყოფმა ეტო’ომ თავით ბურთი ივანოვიჩს გადაუგდო და სერბმაც ახლო კუთხეში ღონივრად დაჰკრა, მაგრამ ჰოვარდმა რაღაც სასწაულით მოიგერია. დრო იწურებოდა და მოურინიუ მოთმინებას კარგავდა. უკვე წამატებული წუთები მიმდინარეობდა, როცა “მოუ” ისევ “ბებრებმა” გადაარჩინეს. ფრენკ ლამპარდმა საჯარიმო დარტმით მეკარის ბაქანთან ჩააგდო ბურთი, იქ კი ყველას ტერიმ დაასწრო და გამარჯვებისა გაიტანა. “ძალიან რთული მატჩი იყო. ინიციატივას ხან ერთი გუნდი ფლობდა, ხან მეორე. ბოლო 15 წუთი ჩემმა ფეხბურთელებმა უკეთ ჩაატარეს. უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან ფრის შემთხვევაში, შესაძლოა, მესამე ადგილამდეც კი დავქვეითებულიყავით.” – უთხრა მერე ჟურნალისტებს მოურიუნიუმ. მისმა ოპონენტმა, რობერტო მარტინესმა კი თქვა: პირველ ნახევარში მეტოქეზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, მერე “ჩელსიმ” მოუმატა, მაგრამ მარცხს მაინც არ ვიმსახურებდითო.
ამასობაში “არისტოკრატთა” უშუალო კონკურენტებმაც იმარჯვეს. “არსენალმა” თავის “ემირეითსზე” “სანდერლენდი” გააცამტვერა - 4:1. დუბლი მიითვალა სასტარტოში დაბრუნებულმა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც ორი მატჩი სკანდალის გამო გამოტოვა. მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში მედიაში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი არცთუ სასიამოვნო ფოტოები გამოჩნდა და ვენგერმაც თანამემამულე დროებით “გააქრო.” ჟირუმ ანგარიში უკვე მე-5 წუთზე უილშირის ჩინებული გადაცემის შემდეგ გახსნა. 31-ზე მანვე მეორე შეაგდო, ათიოდ წუთში კი ამას როსიცკიმ მესამე მიაყოლა და მეორე ტაიმი, ფაქტობრივად, ფორმალობად იქცა.
და კიდევ ორი საინტერესო ამბავი ამ შეხვედრის გარშემო. ვენგერმა მესუთ იოზილი განაცხდში არ შეიყვანა და თურქ-გერმანელი თამაშს ტრიბუნიდან უცქერდა. საქმე ის არის, რომ ბოლო დროს ბრიტანული მედია მას აშკარად არ სწყალობს. “არსენალის” სარეკორდო შენაძენს ხან ზარმაცს, ხანაც უნიათოს უწოდებენ. ბოლო წვეთი კი შუა კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ბაიერნთან” ვერგატანილი პენალტი იყო. რამდენ ხანს მოუწევს უქმობა, ჯერ-ჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ კარგი დროება ვერ უდგას.
მეორე უფრო სასიამოვნო სიახლეა. მატჩამდე სტადიონის წინ ლეგენდარულ დენის ბერხკამპს ძეგლი გაუხსნეს. ჰოლანდიელმა დიდად გაიხარა, მაყურებელსაც გულთბილად მიესალმა და არც მადლობის გულწრფელი სიტყვები დავიწყებია. შეგახსენებთ, რომ ბერხკამპმა “არსენალში” 423 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა. მის გარდა “ემირეითსის” ექსტერიერს ჰერბერტ ჩეპმენის, ტონი ადამსისა და ტიერი ანრის ქანდაკებებიც ამშვენებს.
ოთხი დღის წინათ, “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში შინ “ბარსელონასთან” 0:2 წააგო და ქომაგები ერთობ გაანაწყენა, ამიტომ შაბათს მათი კეთილგანწობის დაბრუნების იმედი ჰქონდა. კერკეტი “სტოკი” მედგრად დაუდგა პელეგრინის შეგირდებს. ძალიან გაუჭირდათ “ქალაქელებს,” მაგრამ თავისი მაინც გაიტანეს: კოლაროვმა მარცხენა ფრთიდან დაბალი ჩააწოდა, მეტოქე მცველებს იაია ტურე საჯარიმოში “გამოეპარათ” და ივუარელს გატანა არ გასჭირვებია.
ჩელსი – ევერტონი 1:0 (0:0)
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 580
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ლამპარდი, ვილიანი (ფერნანდო ტორესი 62), მატიჩი, აზარი, ოსკარი (რამირესი 46), ეტო’ო (შურლე 69)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი (მაკგიდი 80), ბერი, ოსმანი (ბარკლი 63), კოულმენი, მაკარტი, ნეისმიტი, მირალასი (დელოფუ 75)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლი: 1:0 ტერი (90+3)
გაფრთხილება: ოსკარი (9); ბერი (82), იაგიელკა (90+2)
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 5(12)-2(2), ჯარიმა: 15-12, კუთხური: 8-8, თამაშგარე: 2-2,სეივი: 2-6
არსენალი – სანდერლენდი 4:1 (3:0)
ლონდონი. “ემირეითსი.” 60 012
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ნაჩო მონრეალი (ჯენკინსონი 46), კოშელნი (ფლამინი 67), როსიცკი (გნაბრი 73), არტეტა, კასორლა, უილშირი, პოდოლსკი, ჟირუ
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
სანდერლენდი: მანონე, ო’ში, ბერდსლი, ვერგინი, მარკოს ალონსო, ჯონსონი (ლარსონი 46), სუნგ-იონგ კი (სკოკო 73), კოლბექი, ბრიდკუტი, ალტიდორე (ჯაკერინი 46), ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლები: 1:0, 2:0 ჟირუ (5, 31), 3:0 როსიცკი (42), 4:0 კოშელნი (57), 4:1 ჯაკერინი (81)
გაფრთხილება: ჯაკერინი (53)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 61%-31%, დარტყმა: 3(3)-1(1), ჯარიმა: 9-11, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-5
კარდიფი – ჰალ სიტი 0:4 (0:2)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 26 167
კარდიფი: მარშალი, ტეილორი (ჯონი 75), ხუან კალა, ფაბიო, კოლკერი, კოუვი, ნუნი, ეიკრემი, ჯონსი, კემპბელი (ბერგეტი 79), ზაჰა (დელი 46)
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ჰალ სიტი: მაკგრეგორი, როსენიორი, ფიგეროა, დევისი, ბრიუსი (ჩესტერი 70), ჰადლსტოუნი (ბოიდი 62), ელ მუჰამადი, მეილერი, ლივერმორი, ლონგი (ქუინი 76), იელავიჩი
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 0:1 ჰადლსტოუნი (18), 0:2, 0:3 იელავიჩი (38, 57), 0:4 ლივერმორი (67)
გაფრთხილება: ზაჰა (33); ბოიდი (86)
მსაჯი: ჰოვარდ უები
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 5(11)-2(5), ჯარიმა: 4-12, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 2-2,სეივი: 2-5
მანჩესტერ სიტი – სტოკი 1:0 (0:0)
მანჩესტერი. “ეტიჰადი.” 47 038
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი, დავიდ სილვა, იაია ტურე, ფერნანდინიო (ხესუს ნავასი 63), ნეგრედო (იოვეტიჩი 56, ხავი გარსია 69), ჯეკო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი (ეთერინგტონი 82), კრაუჩი, ოდემვინგიე, უოლტერსი (აირლენდი 78), არნაუტოვიჩი (პალასიოსი 68)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლი: 1:0 იაია ტურე (70)
გაფრთხილება: კომპანი (15), ფერნანდინიო (31), ჯეკო (90); ადამი (34)
მსაჯი: კრის ფოი
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 8(7)-2(3), ჯარიმა: 16-13, კუთხური: 8-3, თამაშგარე: 0-4,სეივი: 2-6
ვესტ ბრომვიჩი – ფულემი 1:1 (0:1)
ვესტ ბრომვიჩი. “ჰოუთორნსი.” 25 782
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, ჯონსი (ანიჩებე 44), მაკოლი, ამალფიტანო, მორისონი, მულუმბუ, ბრანტი, ბერაინო (ვიდრა 75), ბიფუმა (გერა 46)
მწვრთნელი: პეპე მელი
ფულემი: სტეკელენბურგი, ჰეიტინგა, ამორებიეტა (რიისე 52), ჰანგელანდი, რითერი, დეჟაგა, სიდუელი, პარკერი, რიჩარდსონი (ბერნი 70), ჰოლტბი, როდალეგა (მითროღლუ 61)
მწვრთნელი: ფელიქს მაგათი
გოლები: 0:1 დეჟაგა (28), 1:1 ვიდრა (86)
გაფრთხილება: ბრანტი (45+1), მაკოლი (75), ოლსონი (90+1); ჰეიტინგა (45+2), რითერი (72), პარკერი (86)
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 7(4)-2(4), ჯარიმა: 13-15, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 1-3,სეივი: 2-4
ვესტ ჰემი – საუთჰემპტონი 3:1 (2:1)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 33 418
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, მაკარტნი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (რიდი 73), ტეილორი, ნოუბლი, ჯერვისი (დიამე 57), კარლტონ კოული
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
საუთჰემპტონი: ბორუცი, იოშიდა, ჟოზე ფონტე, შოუ, დევისი (უარდ-პროუსი 78), ლალანა, კორკი (რამირესი 63), შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი, ლამბერტი (გალახერი 78)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 იოშიდა (8), 1:1 ჯერვისი (20), 2:1 კარლტონ კოული (23), 3:1 ნოლანი (71)
გაფრთხილება: ლალანა (87)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 2(2)-7(11), ჯარიმა: 10-8, კუთხური: 5:11, თამაშგარე: 1:1, სეივი: 4:2
კრისტალ პალასი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:0)
ლონდონი. “სელჰერსტ პარკი.” 24 571
კრისტალ პალასი: სპერონი, დელანი, დენი, უარდი, პერი, იედინაკი, ლედლი, პანჩონი, ინსი (გეილი 85), შამახი (ბოლასიე 74), მიურეი (ჯერომი 66)
მწვრთნელი: ტონი პულისი
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, სმოლინგი, კერიკი, ფელაინი (ფლეტჩერი 88), იანუზაი (გიგზი 80), ვან პერსი (ვალენსია 80), რუნი, მატა
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 0:1 ვან პერსი (პენ, 62), 0:2 რუნი (68)
გაფრთხილება: ვიდიჩი (59), გიგზი (90+1)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 7(2)-3(7), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-3,სეივი: 3-6
მეგოლეები:
23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
16 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)







