ჭიდაობა

15:06 | 10.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ლეგენდების სახელობის ტურნირი სამი ოქროთი და ვერცხლით დავიწყეთ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ლაშა გოგიტაძე (55კგ) და ირაკლი ქაჯაია (96კგ), აგრეთვე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი (120კგ) გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის ოქროს გრან-პრის ჩემპიონები გახდნენ.
გოგიტაძემ ფინალში ირანელ ბაგერ ტავაკოლიანს სამ სეტში სძლია, მოძმანაშვილმა კი, საჩემპიონო გამარჯვება ბელარუს ალექსეი შემაროვთან ასევე დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში მოიპოვა.
მოგვიანებით ჩატარებულ ფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ირაკლი ქაჯაიამ (96კგ) საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუპოვა. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მან ირანელ მაჰბი ალიარის დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში სძლია.
ასევე ფინალში იჭიდავა ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევარმა მარად აბულაძემაც, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელ ომიდ ნოროზთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თბილისის ოქროს გრან-პრის პირველი დღე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.089686