ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ხოსე ანტონიო კამაჩო დაითხოვა. L’Equipe-ს ცნობით, ამის მიზეზი ნაკრების არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახლავთ.
კამაჩო ჩინელებს 2011 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 20 მატჩში, ნაკრებმა 11 მარცხი იწვნია. ამ თვეში, ჩინეთის ნაკრებმა 3 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანი დათმო, რის გამოც, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშის თეორიული შანსიც კი დაკარგა.
ცნობისათვის, ხელფასის სახით, კამაჩო ჩინეთში 2.8 მილიონ ევროს იღებდა.







