კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 3 მატჩი გაიმართა. მცხეთაში “ჩიხურამ” ლიდერი “ვიტ ჯორჯია” დაამარცხა და მინიმუმ ორშაბათამდე თავად დაიკავა პირველი საფეხური. სამტრედიაში “მერანმა” “ზუგდიდს”, ვაკეში კი “სიონმა” - “გურიას” სძლიეს. “მეტალურგი” “ზესტაფონს” შინ ორშაბათს დაუპირისპირდება.
25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი
III ტური. 25 აგვისტო
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:2 (0:1)
გოლი: 0:1 გიორგი დათუნაიშვილი (43), 0:2 დიმიტრი ტატანაშვილი (69)
მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 შოთა ბაბუნაშვილი (42), 2:0 ლაშა კუჭუხიძე (93)
სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ჯაბა უგულავა (45), 2:0 გიორგი კახელიშვილი (62)
26 აგვისტო
მეტალურგი (რუსთავი) – ზესტაფონი
გადაიდო
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი)
ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი)
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
| 1 | ჩიხურა | 3 | 2 | 0 | 1 | 7:4 | 6 |
| 2 | სიონი | 3 | 2 | 0 | 1 | 5:2 | 6 |
| 3 | მერანი | 3 | 2 | 0 | 1 | 4:2 | 6 |
| 4 | მეტალურგი |
2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 |
| 5 | ტორპედო | 2 | 1 | 1 | 0 | 4:3 | 4 |
| 6 | ვიტ ჯორჯია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:2 | 4 |
| 7 | დინამო თბილისი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 |
| 8 | დილა | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 |
| 9 | გურია |
3 | 1 | 0 | 2 | 1:5 | 3 |
| 10 | ზუგდიდი |
3 | 0 | 1 | 2 | 1:5 | 1 |
| 11 | ზესტაფონი | 2 | 0 | 0 | 2 | 3:5 | 0 |
| 12 | სპარტაკი |
2 | 0 | 0 | 2 | 1:4 |
0 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა







