კვირას საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის IV ტურის კიდევ 3 მატჩი გაიმართა. “ჩიხურამ” ქუთაისში გიორგი დათუნაიშვილის გოლით “ზესტაფონს” მოუგო და ცოტა ხნით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. “დილამ,” ეტყობა, ავსტრიულ “რაპიდთან” უსიამოვნება დაივიწყა, დავით ბოლქვაძის გოლითა და ირაკლი მოდებაძის დუბლით “მეტალურგი” დამაჯერებლად დაამარცხა. ხოლო ცხინვალის “სპარტაკმა” ზედიზედ მესამე თამაში წააგო, ამჯერად, ქუთაისის “ტორპედოსთან” და ლიგაში ერთადერთ უქულო გუნდად რჩება.
ტურის ბოლო შეხვედრაში, ორშაბათს, “გურია” ქობულეთში თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.
ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 გიორგი დათუნაიშვილი (7)
დილა (გორი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 დავით ბოლქვაძე (20), 2:0, 3:0 ირაკლი მოდებაძე (32, 73)
გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი” 19)
სპარტაკი (ცხინვალი) - ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 გიორგი ხიდაშელი (76)
| 1. | ჩიხურა | 4 | 3 | 0 | 1 | 8:4 | 9 | |
| 2. | ვიტ ჯორჯია | 4 | 2 | 1 | 1 | 6:2 | 7 | |
| 3. | დილა | 3 | 2 | 1 | 0 | 6:2 | 7 | |
| 4. | ტორპედო | 3 | 2 | 1 | 0 | 5:3 | 7 | |
| 5. | სიონი | 4 | 2 | 0 | 2 | 6:4 | 6 | |
| 6. | მერანი | 4 | 2 | 0 | 2 | 4:5 | 6 | |
| 7. | მეტალურგი | 4 | 1 | 2 | 1 | 4:6 | 5 | |
| 8. | დინამო თბილისი | 2 | 1 | 1 | 0 | 3:2 | 4 | |
| 9. | ზუგდიდი | 4 | 1 | 1 | 2 | 3:6 | 4 | |
| 10. | გურია | 3 | 1 | 0 | 2 | 1:5 | 3 | |
| 11. | ზესტაფონი | 4 | 0 | 1 | 3 | 3:6 | 1 | |
| 12. | სპარტაკი | 3 | 0 | 0 | 3 | 1:5 | 0 |
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა





