შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის X ტურის მატჩები იმართება. ამ დროისთვის 5 შეხვედრა დამთავრდა. “ჩიხურამ” წინა ტურში “დინამოსთან” შერცხვენის შემდეგ (1:6) “გურია” 5:1 გაანადგურა, საკუთარი გულშემატკივრის გული მოიგო და მინიმუმ 2 საათით მეორე ადგილი დაიკავა. “მერანმა” კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ისევ წააგო, ხოლო “დილამ” რამაზ სოღოლაშვილის თავკაცობით პირველად იმარჯვა, თანაც სტუმრად მცხეთაში.
“დინამო” – “ტორპედოს” მატჩი მოგვიანებით დამთავრდება.
ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 5:1 (2:0)
გოლები: 1:0 ვაჟა ლომაშვილი (22), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (37), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (69), 3:1 ბესიკ დეკანოიძე (75), 4:1 გიორგი გაბედავა (82), 5:1 ჯამბულ ჯიღაური (85)
გაძევება: გიორგი დათუნაიშვილი (“ჩიხურა”)
ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ზვიად მეტრეველი (40), 1:1 ლუკა გუგუჩია (პენ, 74)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 გრიგოლ დოლიძე (10), 0:2 ირაკლი მოდებაძე (58)
.
მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (75), 0:2 საბა ლომია (77)
სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)
გოლო: 0:1 ლევან კორღალიძე (53)
დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 17:00
| 1 | დინამო (თბილისი) | 9 | 7 | 1 | 1 | 25:8 | 22 |
| 2 | ჩიხურა | 10 | 6 | 1 | 3 | 23:18 | 19 |
| 3 | ტორპედო | 9 | 5 | 4 | 0 | 14:5 | 19 |
| 4 | მეტალურგი | 10 | 5 | 2 | 3 | 16:15 | 17 |
| 5 | გურია | 10 | 5 | 0 | 5 | 10:14 | 15 |
| 6 | დილა | 10 | 4 | 3 | 3 | 13:11 | 15 |
| 7 | ზესტაფონი | 10 | 4 | 2 | 4 | 12:8 | 14 |
| 8 | მერანი | 10 | 4 | 0 | 6 | 12:22 | 12 |
| 9 | ვიტ ჯორჯია | 10 | 3 | 3 | 4 | 14:14 | 12 |
| 10 | სიონი | 10 | 2 | 3 | 5 | 11:15 | 9 |
| 11 | ზუგდიდი | 10 | 1 | 4 | 5 | 5:15 | 7 |
| 12 | სპარტაკი | 10 | 1 | 1 | 8 | 5:15 | 4 |
მეგოლეები:
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა







