ძიუდო

14:01 | 1.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი ბრინჯაომაც გაალიდერა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა და ვაჟებს შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორს სათავეში ქართველი ძიუდოისტი უდგას. ტიუმენში ჩატარებული მსოფლიოს მასტერსის ქულების დაჯამების შემდეგ, ბრინჯაოს პრიზიორმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მესამე ადგილიდან პირველზე აინაცვლა. ასევე ბრინჯაოსანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) კი ლიდერობა შეინარჩუნა. ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა რუსულ ტატამზე 280-280 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ამდენივე შეიმატა ამირან პაპინაშვილმაც (60 კგ). ყველაზე ბარაქიანი კი მასტერსი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილისთვის აღმოჩნდა, რომელმაც ოქროს მედალი და 700 ქულა მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტების და სარეიტინგო სიახლეებს წონითი კატეგორიების მიხედვით გაგაცნობთ.

უმსუბიქეს წონაში აქამდე მეორე ადგილზე მყოფი ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს მასტერსის შემდეგაც იმავე პოზიციაზე დარჩა. მართალია უახლოეს მდევრებთან უპირატესობა საგრძნობლად გაზარდა, მაგრამ თავადაც უფრო მეტად ჩამორჩა პირველადგილოსან ნაოჰისა ტაკატოს. ამ იაპონელმა მასტერსი წაუგებლად და შესაბამისად, 700 ქულით ჩაამთავრა. ამავე წონაში ბეთქილ შუკვანმა, რომელმაც ტიუმენური ტურნირი გამოტოვა, მე-9 პოზიციიდან სამი საფეხურით უკან დაიხია.

მასტერსზე არც ლაშა შავდათუაშვილს (66 კგ) უჭიდავია და ეს მის რეიტინგზეც აისახა. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ამჯერად მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ტუმურხულეგ დავაადორჟს 214 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან დავიდ ლაროშს – 88-ით. 66 კილოგრამში საქართველოს სახელით მასტერსზე შალვა ქარდავა გამოვიდა, მაგრამ უქულოდ დარჩა და ახალ რეიტინგ-სიაშიც 24-ე ნომერია.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმაც უქულოდ მოიარეს მასტერსი. შედეგად, რეხვიაშვილი ერთი, ხოლო ტატალაშვილი ორი საფეხურით დაქვეითდა.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიას აქამდე სათავეში ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერი ედგა, რომელმაც ამჯერად მეორე ადგილზე ჩაინაცვლა. ყოფილი მეორეადგილოსანი - სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმი უკვე მესამეა. ცხრილის სათავეში კი ავთანდილ ჭრიკიშვილი დგას, რომელიც პენალბერს 36 ქულით უსწრებს, ხოლო კიმს – 252-ით. ამავე წონაში ლევან წიკლაურმა მასტერსისგან ვერ იხეირა - სამი საფეხურით უკან დაიხია და ამჟამად მე-7 ადგილს იკავებს.

90 კილოგრამს ვარლამ ლიპარტელიანი ისევ გვარიანი უპირატესობით ლიდერობს. მეორეადგილოსან კუბელ ასლეი გონსალესს, რომელიც ტიუმენში ქართველი ძიუდოისტის მსგავსად ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, 328 ქულით უსწრებს. მესამე ადგილს კვლავ საბერძნეთის და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური იკავებს. ამ უკანასკნელმა მასტერსის ჩემპიონობით წინ მდგომ ძიუდოისტებთან ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა, მაგრამ სხვაობა მაინც დიდია. საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ზვიად გოგოჭური კი რუსულ ტურნირზე უქულოდ დარჩენამ რეიტინგში ორი საფეხურით დააქვეითა და ახლა ის მე-15 ადგილზეა.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი მხოლოდ ერთ წონაში – 100 კილოგრამში შეიცვალა: ჰოლანდიელმა ჰენკ ხროლმა აქამდელი პირველადგილოსნის, ჩეხი ლუკაშ კრპალეკის უკან მოტოვება მასტერსის ვერცხლით შეძლო. ქართველთათვის კი ამ წონაში საინტერესო არაფერი ხდება. ჩვენებურებს არც ტიუმენში უჭიდავიათ.

ადამ ოქრუაშვილი უპრესტიჟულესი ტურნირის ჩემპიონობამ მხოლოდ ერთი საფეხურით დააწინაურა – ახლა მე-3 პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარს, სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმს 620 ქულით უსწრებს. ამასთან, მძიმე წონის უხვტიტულა ლიდერ ტედი რინერამდე 190 ქულა აშორებს, ხოლო მასტერსის ფინალში ძლეულ რაფაელ სილვამდე - მხოლოდ 20.

ქვემოთ შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და ყველა ქართველის პირად რეიტინგს გთავაზობთ.

 

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)         1838

2 ამირან პაპინაშვილი                1446

3 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)            1300

4 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)    1282

4 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)    1070

12 ბეთქილ შუკვანი                   734

53 პაატა მერებაშვილი                174

105 გიორგი მესაბლიშვილი      60

141 ვაჟა მარგველაშვილი             26

230 გიორგი ბროლაშვილი            2

 

66 კგ

1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლ.)   1650

2 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)           1524

3 ლაშა შავდათუაშვილი              1436

4 სერგეი ლიმი (ყაზახეთი)                1182

5 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)       1058

24 შალვა ქარდავა                   416

44 ტრისტან ფეიქრიშვილი            242

94 თორნიკე თათარაშვილი      82

136 სანდრო იაკობაშვილი             38

145 დავით ასუმბანი                  28

192 ვანიკო თოთლაძე            12

206 გიორგი მკალავიშვილი      10

 

73 კგ

1 ნიამ-ოჩირ საინარგალი (მონღოლეთი)    1730

2 დექს ელმონი (ჰოლანდია)         1324

3 რიკი ნაკაია (იაპონია)             1120

4 მანსურ ისაევი (რუსეთი)                1004

5 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)           990

15 ზებედა რეხვიაშვილი              622

19 ნუგზარ ტატალაშვილი             578

119 თენგიზ პაპოშვილი                54

119 ამბაკო ავალიანი            54

131 არსენ მაჭარაშვილი               48

215 გიორგი პაპუნაშვილი             14

304 ზურაბ ნოზაძე                    2

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი             1620

2 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)   1586

3 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)          1368

4 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)         1290

5 ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა)   1014

7 ლევან წიკლაური                   952

112 ბექა ღვინიაშვილი           60

136 ლაშა ზურაბიანი            42

167 პაატა ღვინიაშვილი               26

205 იასონ ჩილინდრიშვილი      14

241 დავით კარბელაშვილი            6

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი             2062

2 ასლეი გონსალესი  (კუბა)        1734

3 ილიას ილიადასი (საბერძნეთი)          1542

4 კირილ დენისოვი (რუსეთი)        1426

5 ტიაგო კამილო (ბრაზილია)       940

15 ზვიად გოგოჭური             532

128 ლაშა ტაველური            40

139 ბექა ღვინიაშვილი                34

140 ზურაბ ზვიადაური                32

204 ლაშა გურული                   6

 

100 კგ

1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                1530

2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)        1476

3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)         1408

4 სირილ მარე (საფრანგეთი)        1050

5 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)            1010

23 ირაკლი ცირეკიძე            438

24 ლევან ჟორჟოლიანი               430

54 დავით ლორიაშვილი               158

71 ალექსანდრე მსხალაძე             106

97 ლაშა გურული                    62

98 ბექა ბერძენიშვილი                60

134 ნოდარ მეტრეველი                22

135 ირაკლი ქობლიანიძე              20

151 გიორგი ნოზაძე                   16

209 გურამ თუშიშვილი                2

 

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)       2000

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)       1830

3 ადამ ოქრუაშვილი            1810

4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)         1190

5 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)          1010

33 ლევან მატიაშვილი           244

52 ზვიად ხანჯალიაშვილი            140

81 ონისე ბუღაძე                78

88 ნოდარ მეტრეველი           60

97 გიორგი ზაქარიაძე           42

145 ლაშა გუჯეჯიანი            8


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154393