ძიუდო

16:55 | 10.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ფინალში გავიდნენ

პარიზის “დიდ სლემზე” დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. უკვე გაირკვა, რომ ორ წონაში ფინალში საქართველოს ნაკრების წევრები იჭიდავებენ. ჩემპიონის ტიტულისთვის ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) იბრძოლებენ.
ჭრიკიშვილმა ფინალის გზაზე სერბი ალექსეი ნეფედოვი, ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო, ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერი და იაპონელი კეიტა ნაგაშიმა ჩამოიშორა და ოქროს მედლისთვის უზბეკ იახიო იმამოვს დაუპირისპირდება.
ლიპარტელიანი გადამწყვეტ ბრძოლაში კუბელ ეშლი გონსალესს დაეჭიდება. ფინალამდე მანაც ოთხი მოწინააღმდეგე დაამარცხა: რუსი ვიქტორ სემიონოვი, აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი, ფრანგი ლუდოვიკ გობრე და უზბეკი დილშოდ ჩორიევი.
დღესვე ფრანგულ ტატამზე დავით ლორიაშვილი, ლაშა გურული (ორივე - 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძეც (ორივე +100 კგ) გავიდნენ. მათგან წინასწარი ეტაპის გადალახვა მხოლოდ ლორიაშვილმა შეძლო და რეპეშაჟის ნახევარფინალამდე მივიდა, რითაც საბოლოო მე-7 ადგილი დაიკავა. დანარჩენებმა კი საწყის ეტაპზევე წააგეს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და ტელეკომპანია GMG-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ოთარ მაღლაკელიძე

ინტერნეტ–ლინკი: http://212.227.28.227/live/index.php?channel=com_hd

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094699