ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. ნუგზარ ტატალაშვილის ვერცხლსა და ზებედა რეხვიაშვილის ბრინჯაოს (ორივე 73 კგ) 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა თავისი ოქრო მიამატა. ფინალში ჭრიკიშვილმა ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს გაფრთხილებით მოუგო.
ამრიგად, ორი დღის საერთო შედეგებით, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაოა. ხვალ უნგრულ ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავლენ.







