ძიუდო

15:10 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭრიკიშვილმა დილის პროგრამა უნაკლოდ გაიარა

ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უხვტიტულა წევრმა ჩელიაბინსკის “ტრაქტორის” დარბაზში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში იმარჯვა.

81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა მეოთხედფინალში იაპონელ ტაკენორი ნაგასეს უილეთოდ, მაგრამ დამაჯერებლად – გაფრთხილებებით აჯობა.

ნაგასესთან შეხვედრამდე ჭრიკიშვილმა ჩეხი იარომირ მუსილი, ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო და პორტუგალიელი კარლოს ლუზი ჩამოიშორა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ალენ შმიტს დაეჭიდება. ფინალის მეორე საგზურისთვის კი კიდევ ერთი ფრანგი – მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუის პიეტრი და კანადელი ანტუან ვალუა-ფორტიე იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.056794