შვეიცარიულ ნიონში, 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის გადამწყვეტ მატჩში, ისრაელის ნაკრებმა საქართველოსას 1:0 მოუგო, 3 თამაშიდან მაქსიმალური 9 ქულა დააგროვა და სანუკვარი საგზური მოიპოვა. ქართველები მეტოქეს არაფრით ჩამორჩებოდნენ, მეტიც, მეორე ტაიმში უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ 69-ე წუთზე დაცვაში დასანანი შეცდომა დაუშვეს და საგივ იეზეკელმა მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი ბურთი გაიტანა.
მატჩის ვრცელ მიმოხილვას “მსოფლიო სპორტი” ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.







