ჰოლანდიის ნაკრებს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 20 მედალი აქვს მოპოვებული, საიდანაც 19 (!) ციგურებით სირბილზე მოდის. ისიც სათქმელია, რომ “ნარინჯისფერთა” აქტივში უკვე 6 ოქროს მედალია, 4-ჯერ კი ისე მოხდა, რომ კვარცხლბეკი მთლიანად ჰოლანდიური გახლდათ.
“ნარინჯისფერთა” მორიგი ტრიუმფი კაცებში 1 500 მეტრზე ციგურებით სირბილში შედგა, სადაც იორიიტ ბერგსმამ ოლიმპიური რეკორდით იმარჯვა და თანამემამულეებს – სვენ კრამერს და ბობ დე იონგს საგრძნობი უპირატესობით აჯობა.
ოლიმპიადის გასული დღე წარმატებული გამოდგა ნორვეგიული დელეგაციისთვისაც, რომელმაც აქტივს 2 ოქროს მედალი შესძინა და საერთო ჩათვლაში, მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
მას შემდეგ, რაც ბიატლონის მას-სტარტში ემილ ჰეგლე სვენსენმა იმარჯვა, ხოლო სათხილამურო ორჭიდში იორგენ გრააბაკი გაჩემპიონდა, ნორვეგიელები ლიდერ გერმანიის ნაკრებს 1 ოქროთიღა ჩამორჩებიან.
XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სოჭი (რუსეთი). 18 თებერვალი. გათამაშდა 7 მედალი
სნოუბორდი. ბორდ-კროსი. კაცები
1. პიერ ვოლტიე (საფრანგეთი)
2. ნიკოლაი ოლუნინი (რუსეთი)
3. ალექს დეიბოლდი (აშშ)
ბიატლონი. მას-სტარტი. კაცები
1. ემილ ჰეგლე სვენსენი (ნორვეგია) 42.29,1
2. მარტენ ფურკადი (საფრანგეთი) +00.00,0
3. ონდრჟეი მორავეცი (ჩეხეთი) 00.13,8
სამთო თხილამურები. ქალები. გიგანტური სლალომი
1. ტინა მაზე (
2. ანა ფენინგერი (ავსტრია) +0,07
3. ვიკტორია რებენსბურგი (გერმანია) 0,27
შორტ-ტრეკი. ქალები. ესტაფეტა. 3 000 მ.
1. სამხრეთ
2. კანადა 4.10,641
3. იტალია 4.14,014
სათხილამურო ორჭიდი. K-125+რბოლა 10 კმ.
1. იორგენ გრააბაკი (ნორვეგია) 23.27,5
2. მაგნუს მოანი (ნორვეგია) +0,6
3. ფაბიან რისლე (გერმანია) +1,6
ციგურებით სირბილი. კაცები. 10 000 მ.
1. იორიიტ ბერგსმა (ჰოლანდია) 12.44,45 (ოლიმპიური რეკორდი)
2. სვენ კრამერი (ჰოლანდია) +4,57
3. ბობ დე იონგი (ჰოლანდია) +22,74
ფრისტაილი. კაცები. სკი-ჰაფპაიპი
1. დევიდ ვაიზი (აშშ) 92.00
2. მაიკლ რიდლი (კანადა) 90.60
3. კევინ როლანი (საფრანგეთი) 88.60
| ადგილი | გუნდი | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო | სულ | |
| 1 | გერმანია | 8 | 3 | 4 | 15 | |
| 2 | ნორვეგია | 7 | 4 | 7 | 18 | |
| 3 | ჰოლანდია | 6 | 6 | 8 | 20 | |
| 4 | აშშ | 6 | 4 | 10 | 20 | |
| 5 | რუსეთი | 5 | 8 | 6 | 19 | |
| 6 | შვეიცარია | 5 | 2 | 1 | 8 | |
| 7 | ბელარუსი | 5 | 0 | 1 | 6 | |
| 8 | კანადა | 4 | 9 | 4 | 17 | |
| 9 | პოლონეთი | 4 | 0 | 0 | 4 | |
| 10 | ჩინეთი | 3 | 2 | 1 | 6 | |
| 11 | საფრანგეთი | 3 | 1 | 5 | 9 | |
| 12 | ავსტრია | 2 | 6 | 1 | 9 | |
| 13 | შვედეთი | 2 | 5 | 2 | 9 | |
| 14 | სლოვენია | 2 | 1 | 3 | 6 | |
| 15 | სამხრეთ კორეა | 2 | 1 | 1 | 4 | |
| 16 | იაპონია | 1 | 3 | 2 | 6 | |
| 17 | ჩეხეთი | 1 | 3 | 2 | 6 | |
| 18 | დიდი ბრიტანეთი | 1 | 0 | 1 | 2 | |
| 19 | სლოვაკეთი | 1 | 0 | 0 | 1 | |
| 20 | იტალია | 0 | 2 | 4 | 6 | |
| 21 | ავსტრალია | 0 | 2 | 1 | 3 | |
| 22 | ფინეთი | 0 | 2 | 0 | 2 | |
| 23 | ლატვია | 0 | 1 | 2 | 3 | |
| 24 | ხორვატია | 0 | 1 | 0 | 1 | |
| 25 | ყაზახეთი | 0 | 0 | 1 | 1 | |
| 26 | უკრაინა | 0 | 0 | 1 | 1 |









