ძიუდო

17:46 | 13.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ცირეკიძემ ნაკრები 4 წლით ჩაიბარა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დაინიშნა. მისი ასისტენტები კი ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი იქნებიან.
დიღმის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელთა ახალი გუნდი ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ხახალეიშვილმა წარადგინა.
ნაკრების ოფიციალური ვარჯიშები კი ორშაბათიდან დაიწყება. ფედერაციის ხელმძღვანელობის განცხადების თანახმად, ირაკლი ცირეკიძე ნაკრებს  ოთხი წლით უთავკაცებს.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102035