ჭადრაკი

15:32 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცომაიამ დამაჯერებლად იმარჯვა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ სენიორ-კაცთა საქართველოს ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა სერგო ცომაიამ. ჩემპიონის აქტივში 7 შესაძლებლობიდან მოგროვებული 6 ქულაა. ქულით ნაკლები დააგროვეს და II-V  ადგილები გაინაწილეს: ვარლამ ვეფხვიშვილმა, სოსო კიკილაშვილმა, კარლო კაბაჯიანმა და გიორგი ციხელაშვილმა.

0.096527