ჩოგბურთი

13:25 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ცონგას სენსაციური მარცხი ლოდრასთან

დუბაიში მიმდინარე 500-იანი კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში მეხუთე ნომრად განთესილმა ფრანგმა ჟო ვილფრიდ ცონგამ სენსაციური მარცხი იწვნია თანამემამულე, მსოფლიო რეიტინგის 67-ე ჩოგან მიქაელ ლოდრასთან 6:7, 2:6.

შეხვედრა 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ცონგამ მხოლოდ ერთხელ შეძლო ბრეიკის შესრულება, მისმა მეტოქემ კი თავის მხრივ სამჯერ შეძლო ჟო ვილფრიდის ჩაწოდების აღება. ლოდრამ 4 ეისიც ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომაც დაუშვა, ცონგამ კი 4 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა.
ეს რიგით მეშვიდე ურთიერთდაპირისპირება გახლდათ ამ ჩოგბურთელთათვის და მიქაელმა გატეხა ნავსი, ზედიზედ 6 წაგების შემდეგ პირველად დაამარცხა თანამემამულე.
ლოდრა ტურნირის მომდევნო წრეში რუს დიმიტრი ტურსუნოვს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში გამოთიშა ასპარეზობას ჩეხი იან ჰაიეკი.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090064