ფეხბურთი

12:33 | 5.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დან პეტრესკუ “ალ არაბიას” გაწვრთნის

რუმინელი საფეხბურთო სპეციალისტი დან პეტრესკუ ყატარის “ალ არაბიას” გავწრთნის. ამის შესახებ ყატარული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

არაოფიციალური მონაცემებით პეტრესკუ ხელფასის სახით “ალ არაბიაში” წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს. გუნდის წარმატების შემთხვევაში მას ცალკე ბონუსები დაერიცხება.

ბოლოს რუმინელი მოსკოვის “დინამოში” მუშაობდა, საიდანაც მიმდინარე წლის 8 აპრილს რუსეთის პრემიერლიგაში მახაჩყალის “ანჟისთან” წაგების მერე დაითხოვეს.

აქვე გეტყვით, რომ “ალ არაბიამ” ყატარის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098246