ჭიდაობა

14:54 | 25.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

დარჩია რჩეულებს ბურგასში დააკვირდება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, დღეიდან კვირის ჩათვლით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, ნიკოლა პეტროვის სახელობის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ვროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ქართულ გეგმაში შეტანილ ბოლო საერთაშორისო შეჯიბრებაზე, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას, პირველნომრობის უმთავრესი კანდიდატების წაყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ტრავმების გამო რამდენიმე მოჭიდავე გამოაკლდა. რევაზ ლაშხი (60 კგ), მანუჩარ ცხადაია და გენადი გოგიშვილი (ორივე 74 კგ) ბულგარეთში ტრავმების გამო ვერ გაემგზავრნენ.
 2-3 აპრილს, დორტმუნდში ჩასატარებელ ევროპირველობაზე დასაყენებელ შემადგენლობას, საქართველოს ნაკრების თავკაცი, სავარაუდოდ, ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს. აქვე დარჩიას ბურგასული განაცხადი: 55 კგ – ლაშა გოგიტაძე, 66 კგ – ანტონ მამაგეიშვილი და არჩილ თურმანიძე, 74 კგ – მანუჩარ კვირკველია, 84 კგ – ვლადიმერ გეგეშიძე, 96 კგ – სოსო ჯაბიძე და სანდრო დიხამინჯია, 120 კგ – დიმიტრი ჯავახიშვილი.
დღეს მედლები 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხვალ – 60, 84 და 120 კილოგრამებში, ხოლო ზეგ – 55-სა და 66-ში.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128327