საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ლონდონის ოლიმპიური თამაშების დასკვნით სალიცენზიო ტურნირზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 5-6 მაისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ხალიჩაზე 4 ქართველი გავა. საუბარია იმ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებზე, რომლებშიც დარჩიას შეგირდებს ოლიმპიური ნორმატივი ჯერ არ შეუსრულებიათ.
55 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ქემალ ხარაბაძე იჭიდავებს, 60-ში – რევაზ ლაშხი, 84-ში ვლადიმერ გეგეშიძე, ხოლო 120-ში – გურამ ფერსელიძე.
ფინეთში ოლიმპიურ საგზურებს ფინალისტები მიიღებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







