ჭადრაკი

21:03 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

დასასრულს მიუახლოვდა...

ტრომსში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალში, ანგარიშით 2:1 მსოფლიოს ექსჩემპიონი ვლადიმერ კრამნიკი ლიდერობს.

მსოფლიოს ექსჩემპიონმა პირველი პარტია მოიგო თეთრი ფიგურებით და შემდეგი ორი ყაიმით დაასრულა.

გადამწყვეტი მეოთხე პარტია კლასიკურ ჭადრაკში 2 სექტემბერს გაიმართება და მასში თეთრი ფიგურებით დიმიტრი ანდრეიკინი იასპარეზებს.

თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში მეტოქეები ერთმანეთში ითამაშებენ:

ორი პარტია - 25 წუთს+10 წამი; ორი პარტია 10 წუთს+10 წამი; ორი პარტია 5 წუთი+3 წამი და არმაგედონი 5 წუთი თეთრების შავების 4 წუთის წინაამღგდეგ 3 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. ყაიმით დასრულების შემთხვევაში მატჩი მოგებულად არმაგედონში შავი ფიგურებით მოასპარეზეს ეთვლება.

მსოფლიოს თასის საპრიზო ფონდი 1 600 000 $ შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 120 000-ს მიიღებს, ხოლო პირველივე წრეში დამარცხებული – 6 000 $ (64 მონაწილე).

მეორე წრეში დამარცხებული - 10.000$ მიიღებს (32 მონაწილე)

მესამე წრე - 16.000$ (16 მონაწილე)

მეოთხე წრე - 25.000$ (8 მონაწილე)

მეხუთე წრე (მეოთხედფინალი) - 35.000$ (4 მონაწილე)

მეექვსე წრე (ნახევარფინალი) – 50.000$ (ორი მონაწილე)

მეშვიდე წრე (ფინალი)- დამარცხებული 80.000$ დაჯერდება, ხოლო გამარჯვებული 120.000$მიითვლის.

მსოფლიოს თასის გათამაშების ოფიციალური ვებგვერდი:

http://chessworldcup2013.com/

 

www.gcf.org.ge

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093364