ჭადრაკი

14:48 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი

 

თბილისის ჩემპიონატზე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს შორის, დამატებითი მაჩვენებლებით იმარჯვა ლუკა ობოლაძემ. გამარჯვებულმა 7-დან 5.5 ქულით პირველობა ნიკოლოზ პეტრიაშვილთან ერთად გაინაწილა, თუმცა კოეფიციენტი ობოლაძის მხარეს აღმოჩნდა.

ლიდერთა დუეტს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ  სერგი აბულაძე (III ადგილი) და კოკა ბუკია (IV).

ამავე ასაკის გოგონათა შორის 6 ქულით დამაჯერებლად იმარჯვა მარიამ ჯანიაშვილმა. 5 ქულა დააგროვეს სალომე სანიკიძემ (II) და ლილე ქორიძემ (III).

10 წლიან გოგონებში ბრწყინვალე შედეგით (7-დან 7 ქულა) მარიამ  მირიანაშვილი გაჩემპიონდა. მას ერთი ქულით ჩამორჩა თამარ თასოშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედალს 5 ქულით სალომე ბეიტრიშვილი დაეპატრონა.

10 წლამდე ასაკის ბიჭების პირველობაზე 7 შესაძლებლობიდან 6.5 ქულით ერთპიროვნულად იმარჯვა საბა ლომსაძემ. ერთი ქულით ნაკლები აღმოაჩნდათ აქტივში ნიკოლოზ კაჭარავას (II) და ანდრია ლოლაძეს (III).

ტურნირების გამარჯვებულები მონაწილობას მიიღებენ, შესაბამისად, 10 და 14 წლამდე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, რომელიც 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ქუთაისში ჩატარდება. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096892